სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ ებრაელი ბიზნესმენი რონი ფუქსი დამნაშავედ ცნო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის შეთავაზებაში და მას 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
სასამართლომ დამნაშავედ ცნო მისი პარტნიორი ზეევ ფრენკიელიც, რომელსაც 6 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფუქსს 500 000 ლარის ოდენობის, ხოლო ფრენკიელს 100 000 ლარის ოდენობის ჯარიმების გადახდა დაეკისრათ.