პოლიტიკა
შეუძლებელია ერთიანი საქართველოს დაბრუნება - ასლან ბჟანია

 საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. შეუძლებელია ერთიანი საქართველოს დაბრუნება, - ამის შესახებ ასლან ბჟანიამ სააგენტო РИА Новости-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

სახელმწიფო მოღვაწეებმა და პოლიტიკოსებმა მარტივი ჭეშმარიტება უნდა იცოდნენ - ომის შემდეგ ბევრი რამე იცვლება. ომი ცვლის საზღვრებს, ომის შედეგებით სახელმწიფოები ქრებიან ან ახალი სახელმწიფოები ჩნდებიან. მავანი ამბობს, რომ ომამდე არსებულ პერიოდს უნდა დავუბრუნდეთ. შეგვიძლია გავაკეთოთ ისე, რომ სიტუაცია 1992 წელს დაუბრუნდეს? შესაძლებელია დაღუპულების დაბრუნება? ეს შეუძლებელია. შეუძლებელია ერთიანი საქართველოს დაბრუნება“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ.

22 მარტს აფხაზეთში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა.