აქტუალური
ვლადიმერ პუტინი ასლან ბჟანიას ე.წ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

 საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. რფ-ის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გასულ კანდიდატ ასლან ბჟანიას ე.წ. არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება, რომელიც მოქალაქეთა ნების თავისუფლად გამოხატვის გარემოში გაიმართა, თქვენი უდიდესი ავტორიტეტის დადასტურებაა თქვენ თანამემამულეთა შორის“,- ნათქვამია პუტინის მილოცვაში. რუსეთის პრეზიდენტი მზადყოფნას გამოთქვამს ბჟანიასთან ერთობლივად იმუშაოს რუსეთ-აფხაზეთს შორის მოკავშირეობის განმტკიცებისთვის.

ვიმედოვნებ, რომ თქვენი საქმიანობა სახელმწიფოს სათავეში ხელს შეუწყობს აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, თქვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას საერთაშორისო არენაზე“, - ნათქვამია პუტინის მილოცვაში.