პოლიტიკა
„ლუგარი” კი არა, ჩინეთი გვეხმარება! - გულბაათ რცხილაძე

 საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. სოროსულ-ამერიკულმა პროპაგანდისტებმა, ასევე, ზოგიერთმა უვიცმა და გაბღენძილმა პოლიტიკოსმა, დრო იხელთეს და შეუდგნენ ამერიკის და მათი დანატოვარის – ე. წ. ლუგარის სახელობის ბიოლოგიური ლაბორატორიის პროპაგანდას, ვითომ, რომ არა ეს ლაბორატორია, რა ეშველებოდა საქართველოს დღევანდელ სიტუაციაში, კორონავირუსთან ბრძოლაშიო.

სინამდვილეში, თბილისში მოქმედი ლუგარის ლაბორატორია, კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით, მთლიანად არის დამოკიდებული უცხოეთიდან მომარაგებაზე. სხვა ქვეყნებთან შედარებით, სადაც ასეთი “ლუგარები” არ არსებობს, საქართველოში, კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით, “ლუგარის ლაბორატორია” არაფერ განსაკუთრებულს და შეუძლებელს არ აკეთებს. შეგახსენებთ, რომ 4 თებერვლამდე, სანამ უცხოეთიდან არ ჩამოვიდა შესაბამისი მოწყობილობა და მასალა, “ლუგარის ლაბორატორია” უძლური იყო, თავისი ძალებით დაედგინა კორონავირუს-19-ის არსებობა ან არარსებობა.

დღეს ირკვევა, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში ყველაზე საიმედო პარტნიორები საქართველოსთვის (ისევე, როგორც გაუბედურებული იტალიისთვის), ჩინელები არიან. დიდწილად სწორეთ მათზეა დამოკიდებული “ლუგარიც” და დანარჩენი საქართველოც.

“იცით, რომ გასულ კვირას ჩინეთმა ძალიან სერიოზული აპარატურა გვაჩუქა დონაციის საშუალებით და მომავალ კვირაში ათას ტესტს გადმოგვცემს. ეს მუშაობა სეიროზულად მიმდინარეობს” – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ამირან გამყრელიძემ 20 მარტს, მეორე ვაშაძის საპასუხოდ, რომელმაც ფარისევლურად შესთავაზა სახელმწიფოს თავისი “დახმარება” ტესტების შეძენასთან დაკავშირებით.

პერსპექტივაში, სერიოზული დახმარების იმედი ჩვენს ექიმებს რუსი კოლეგებისგანაც უნდა ჰქონდეთ, რუსმა სპეციალისტებმა ორიოდე დღის წინ მთლიანად გაშიფრეს ახალი ვირუსის გენეტიკური კოდი, რაც უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა დაავადებასთან ბრძოლაში.