საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. ჟურნალისტმა ბექა კვიციანმა საქართველოს ფსევდომეგობარი, კონგრესმენი ადამ კინზინგერი მოისაკლისა და კორონავირუსის პანდემიის გამწვავების შემდეგ “აორთქლებულ” ამერიკელს წერილი გაუგზავნა მის მშობლიურ ენაზე, რომლის თარგმანსაც გთავაზობთ:
“ბატონო ადამ კინზინგერ, თქვენთან ერთი კითხვა მექნება: რატომ არ უგზავნით მხარდაჭერის წერილს ქართველ ხალხს? რატომ არ უგზავნით მხარდაჭერის წერილს საქართველოს მთავრობას, პანდემიის დროს გაწეული კარგი მუშაობის აღსანიშნად?
ნუთუ ამერიკული დემოკრატიის მამებისგან ისწავლეთ, პარტნიორები მიატოვოთ უბედობის ჟამს? რაში გვჭირდება არჩევნებთან დაკავშირებული თქვენი წერილები? ისევ და ისევ ამერიკული დემოკრატიის მამებისგან ისწავლეთ, რომ გავლენა, რომელსაც თქვენ ახდენთ საარჩევნო სისტემაზე, სწორია?
თუკი თქვენ ჩვენი ხალხისათვის სიკეთის გაკეთება გსურთ, აშშ-ის კონგრესში რატომ არ მოითხოვეთ მნიშვნელოვანი თანხა საქართველოს ეკონომიკისათვის?!
მაგრამ თქვენ არც ჯორჯ ვაშინგტონი და არც თომას ვუდრო ვილსონი ხართ… ვირუსი ჩაივლის, მაგრამ თქვენ მათ რიგებში ვერასოდეს დაიკავებთ ადგილს…
გისურვებთ ჯანმრთელობას და გახსოვდეთ – სხვა ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევა არის ინტერვენცია!
ღმერთმა დალოცოს ამერიკა! კარგ დღეს გისურვებთ!”, – სწერს ჟურნალისტი ბექა კვიციანი გაუჩინარებულ ამერიკელ კონგრესმენს, რომელიც აქტიურად ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში.
News front