სამართალი
საქართველოს პარლამენტმა ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი დაამტკიცა

 საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტმა შაბათს საგანგებო სხდომაზე 115 ხმით ორის წინააღმდეგ დაამტკიცა პრეზიდენტის დადგენილება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის შემოღების შესახებ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართვის საფუძველზე შაბათს გამოაცხადა ერთი თვით - 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის შემოღების შესახებ.

გარდა ამისა, პარლამენტმა დაამტკიცა საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი ქვეყანაში შეზღუდვების შემოღების შესახებ - 115 დეპუტატმა დეკრეტს მხარდაჭერა გამოუცხადა.

2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ შეატყობინა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და დაავადებას ოფიციალური სახელწოდება დაუდგინა – COVID-19. ჯანმომ 11 მარტს მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდემია გამოაცხადა.