პუბლიკაციები
«ხსოვნის გზა» – შეინარჩუნეთ ქართველი გმირების ხსოვნა!

 საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. ახლახანს დაიწყო მასშტაბური პროექტიხსოვნის გზა. გამარჯვების 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით იქმნება უნიკალური მულტიმედიური სამუზეუმო კომპლექსი, რომლის მიზანია სამამულო ომის ყველა გმირის მარადიული ხსოვნა, რომლებმაც დაამარცხეს ნაციზმი.

"ხსოვნის გზის" საფუძველია ჩვენი ვეტერანების მონაცემთა ბაზა: მათი სახელები, ფოტოები და ომში მონაწილეობის წლები, წერილები, ინფორმაცია მათი დამსახურებისა და საშვილიშვილო ბილიკების შესახებ, ეს ყველაფერი დაგვეხმარება ჩვენს დიდ წინაპრებთან და დიდ გამარჯვებასთან დაახლოებაში, რადგან ისინი ცოცხლობენ სანამ ჩვენ მათ ვიხსენებთ! გარდა ამისა, "ხსოვნის გზის" თითოეული მონაწილე დაიკავებს თავის სამუდამო ადგილს   მუზეუმის გალერეაში.

ამჟამად პროექტმა მიაღწია საერთაშორისო მაშტაბებს, აქტიურად ვითარდება სომხეთში, საქართველოში და სხვა ქვეყნებში. დაგროვდა მილიონამდე ფოტოსურათი და საინფორმაციო ბარათი ჩვენი გამარჯვებულების შესახებ- წინა ხაზზე მებრძოლი ჯარისკაცები, ფრონტის სამხედრო მოსამსახურეები, პარტიზანები და ყველა ის ვინც მშვიდობიანი ცხოვრება გვაჩუქა.

მხარი დაუჭირეთ პროექტს! შეგვატყობინეთ თქვენს წინაპრების შესახებ, რომლებიც მონაწილეობდნენ მეორე მსოფლიო ომში, ვებსაიტზე "ხსოვნის გზა":

საიტზე https://foto.pamyat-naroda.ru/ შეგიძლიათ ატვირთოთ ფოტოები და ნებისმიერი ინფორმაცია ქართველი ვეტერანების შესახებ რეგისტრაციის გარეშე.

საქინფორმი