პუბლიკაციები
პრემიერი გახარიას, ქართველი ექიმებისა და პოლიციის მუშაობა უმაღლეს შეფასებას იმსახურებს - საქინფორმი

 საქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. უცხოური მედია ყოველდღიურად სთხოვს საქინფორმს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ხდება საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პირობებში, რადგან ამაზე ბევრი საპირისპირო მოსაზრება ვრცელდება. ზოგი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიერ განხორციელებული ზომები არასაკმარისია, ხოლო ბევრს - პირიქით, ზედმეტად მკაცრად მიაჩნია. ოგორია რეალური სურათი დღეს? – NEWS FRONT-ის კითხვას პასუხობს თავისი მიუკერძოებლობით ცნობილი ქართული საინფორმაციო სააგენტოს რედაქცია.

საქინფორმი: ”ის ფაქტი, რომ ინფიცირებულთა რიცხვს ჯერ 40-ს არ გადაუჭარბებია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარის, ქართველი ექიმებისა და პოლიციის მკაფიო ქმედებების დამსახურებაა, რომლებიც ინფიცირების მაღალი რისკის მიუხედავად, თითოეული ინფიცირებულისა და კარანტინის დამრღვევს აღმოაჩენენ და მათ იზოლირებას ახდენენ.

როდესაც საქმე ეპიდემიასთან გაქვსს, უმჯობესია თავი დაიზღვიო, ვიდრე საფრთხე არასათანადოდ შეაფასო, ამიტომ, მთავრობის მიერ მიღებული ყველა ზომა გამართლებულია. მეორეს მხრივ, პრევენციულმა გაფრთხილებებმა იმის შესახებ, რომ დასნეულებულთა რიცხვი განუხრელად სერიოზულად გაიზრდება, მოსახლეობის ნაწილში პანიკური განწყობა გამოიწვია - ადამიანებმა დაიწყეს ყველაფრის მომარაგება - საკვებით დაწყებული, სამედიცინო ნიღბებით დამთავრებული, რასაც გარკვეულ მომენტში შეიძლება ხელოვნური დეფიციტი შეექმნა.

პროდუქციის დეფიციტი ამ მომენტში თავიდან იქნა აცილებული, მაგრამ, სამწუხაროდ, ეროვნული ვალუტის მკვეთრი ვარდნა დოლარისა და ევროს მიმართ და ხელოვნურად გაბერილი ფასები - ვერა. თუმცა, ამას სუბიექტური მიზეზების გარდა, ობიექტური მიზეზებიც უწყობს ხელს: ტურისტული სექტორი, რესტორნებისა და სასტუმროების ბიზნესი თითქმის მთლიანად შეჩერებულია. მეორეს მხრივ, კორონავირუსმა ადგილობრივი, და არა მხოლოდ კვების პროდუქტების, მწარმოებლებისათვის სტიმულის როლი შეასრულა: მაგალითად, საქართველოში დაიწყეს სამედიცინო ნიღბების წარმოება. სხვადასხვა საგადასახადო შეღავათთან ერთად, კარგი იქნება, გაუქმდეს ასტრონომიული აქციზები - სიგარეტიდან დაწყებული, ავტომობილების განბაჟებით დამთავრებული, რომლებიც აგერ უკვე მესამე წელია მტკივნეულად ურტყამს როგორც მცირე და საშუალო მეწარმეებს, ასევე ქვეყნის ყველა მოქალაქის ჯიბეს.

   ღმერთმა ქნას, საქართველო ამჯერადაც გადარჩეს, ისევე როგორც შიდსის, ფრინველის და ღორის გრიპის დროს, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველო აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორკორნავივირუსამდე იყო. დახურული სკოლები, ინსტიტუტები და სახელმწიფო დაწესებულებები - საქართველოში ასეთი რამ არასდროს მომხდარა, დიდი სამამულო ომის დროსაც კი, რომლის დიადი გამარჯვების 75 წლის იუბილის აღნიშვნის იმედიც გვაქვს 9 მაისს, თუ მანამდე არ გაუქმდა ხალხმრავალი შეკრებების - ქორწილებისა და დაკრძალვების აკრძალვაც კი... ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ სწრაფვა უეცრად აღმოჩნდა არცთუ ყველაზე მნიშვნელოვანი და სულაც არ აღმოჩნდა ყველა უბედურების პანაცეა, რადგან COVID-19 დღეს ყველაზე მეტად ანადგურებს განმანათლებელ ევროპას, რომელთაც ასოციაციითაც ყველაზე მეტად ამაყობდნენ საქართველოში, და ქართველ ხალხს ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების "პროკრუსტეს სარეცლისკენ" უბიძგებდნენ. ხოლო კომუნისტურმა ჩინეთმა, რომელმაც ერთ კვირაში 16 ახალი ჰოსპიტალი გახსნა, თითქმის დაამარცხა კორონავირუსი და ახლა ამ ჰოსპიტლებს უკვე ხურავს და ეხმარება დასავლეთს - თვითმფრინავებით უგზავნის ტესტების, მედიკამენტებს, ნიღბებსა და ექიმებს.

   კორონავირუსი, რომელიც თურმე მრავალ ახალგაზრდას შეეძლო ისე გადაეტანა, რომ არცკი შეუმჩნევია, ადრე თუ გვიან, დამარცხდება - აშშ და გერმანია, ჩინეთი და რუსეთი - ყველა დაუზოგავად მუშაობს ვაქცინის შექმნაზე. ახალგაზრდებისთვის გაიცლებით საშიში აღმოჩნდა სენი დასავლეთიდან - ჰომოსექსუალური ფასეულობები, რომლებსასაყოველთაოდ მიღებულ ნორმად ასაღებდნენ, ანტაგონიზმი უფროსების მიმართ, გარყვნილებისა და მდაბალი გრძნობების პროპაგანდა, როგორც ინდივიდის თავისუფლებისა და დემოკრატიის ეტალონი, იუვენალური იუსტიცია, ინესტი და ევთანაზია - აი ქართველი ახალგაზრდებისათვის ჩანერგილი იმ ევროსნეულებების არასრული ჩამონათვალი, რომელთა საწინააღმდეგო ვაქცინამხოლოდ სიმართლეა!

მაგრამ ისინი, ვისაც სიმართლე უნდა მიეწოდებინა ხალხისთვის - პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები - ამის ნაცვლად რუსოფობიას თესავდნენ, რადგან მათ ამისათვის კარგად უხდიდნენ! სახლში, და არა ქუჩაში ან ბარებში, იძულებით მყოფმა ბევრმა ახალგაზრდამ მრავალი წლის განმავლობაში პირველად დაინახა მშობლები და მზერა მიაპყრო ღმერთს, რომელმაც ერთი ხელის მოსმით დაურღვია ადამიანებს წლობით ნალოლიავები ამბიციური გეგმები”.