აქტუალური
ევროპამ კორონავირუსი სათანადოდ ვერ შეაფასა - ევროკომისიის პრეზიდენტი

 საქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. ევროპამ კორონავირუსი სათანადოდ ვერ შეაფასა, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა გამოცემა Bild-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ევროკომისიის ხელმძღვანელის თქმით, ის ზომები, რომლებიც ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ დრაკონულად მოეჩვერნებოდა ვინმეს, ახლა უკვე საჭირო აუცილებლობას წარმოადგენს.

ვფიქრობ ჩვენ, ვინც ექსპერტები არ ვართ, თავდაპირველად სათანადოდ ვერ შევაფასეთ კორონავირუსი. მაგრამ ამავდროულად ნათელი გახდა, რომ ამ ვირუსით დიდხანს ვიქნებით დაკავებული“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ვითარება ევროპაში განსაკუთრებით მძიმეა. იტალიაში, რომელიც „კოვიდ 19“-ის გავრცელების რეიტინგში მეორე ადგილზეა, 2 158 ადამიანია დაღუპული. ინფიცირებულია 27 980 მოქალაქე. დაავადებულთა რიცხვმა მოიმატა საფრანგეთშიც. მსოფლიო მასშტაბით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა, ინფიცირებულთა ნახევარზე მეტია. დაავადებისგან 82 762 ადამიანი განიკურნა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.