საზოგადოება
მთავრობის რეკომენდაციების შესრულება სავალდებულო უნდა გახდეს - გიორგი გახარია

 საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. რეკომენდაციები, რომელსაც მთავრობა გასცემს, უნდა გახდეს სავალდებულო და მათი აღსრულება აუცილებელია. ჩვენ ამ მიმართულებით, ისევე როგორც სანქციების და ჯარიმების მიმართულებით, კონკრეტული გადაწყვეტილებები გვექნება ხვალ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერმა მოქალაქეთა ნაწილის მიერ თვითიზოლაციის წესების დარღვევასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ამ ნაწილში უფრო მკაცრი ზომების საჭიროებას ხედავს“.

მე იმით დავიწყე და ვთქვი, რომ რეკომენდაციები, რომელსაც მთავრობა გასცემს, უნდა გახდეს სავალდებულო და მათი აღსრულება აუცილებელია. ჩვენ ამ მიმართულებით, ისევე როგორც სანქციების და ჯარიმების მიმართულებით, კონკრეტული გადაწყვეტილებები გვექნება“, - განაცხადა გახარიამ.