პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მოვალეობის შესრულებას შეუდგა

 საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი გუშინ ჩამოვიდა თბილისში და შეუდგა საკუთარი მოვალეობის შესრულებას.

მე მოხარული ვარ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მუშაობის დაწყებით და ამ პროფესიონალთა გუნდის გაძღოლით. ჩვენი დამკვირვებლები პატრულირებენ 24 საათი კვირაში 7 დღე, დროდადრო რთულ პირობებში და გამოხატავენ მანდატის შესრულების მზადყოფნას. ჩემთვის პატივია შევუერთდე მისიას და ვიყო ევროკავშირის საქართველოში და ზოგადად რეგიონში ჩართულობის ნაწილი, - თქვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჩამოსვლისას.

ევროკავშირის საბჭოს მიერ, 2020 წლის 11 თებერვალს დანიშნული მარეკ შჩიგელი დიდი გამოცდილების მქონე პოლონელი დიპლომატია. დანიშვნამდე ის პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უსაფრთხოების წარმოქმნადი გამოწვევების ელჩად და საერთაშორისო კიბერპოლიტიკის კოორდინატორად მუშაობდა, უფრო ადრე კი პოლონეთის ელჩად რუმინეთში.

ელჩ შჩიგელს გააჩნია აკადემიური განათლება საერთაშორისო ურთიერთობებში, საჯარო და საერთაშორისო სამართალში.