პოლიტიკა
COVID-19 — Defender Europe-2020: აშშ-მა საქართველო წვრთნებისგან იხსნა

 საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა ევროპაში სამხედროების გაგზავნა კორონავირუსის გამო გააუქმა. ჯარისკაცებს წვრთნებში Defender Europe უნდა მიეღოთ მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ევროპული სარდლობა მიიღებს.

"COVID-19-ის აფეთქებისა და თავდაცვის მდივნის ბოლო მითითების შემდეგ ჩვენ სწავლების Defender-Europe 2020 მასშტაბები შევცვალეთ. პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის აშშ-დან ევროპაში გაგზავნა შეწყდა", - ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციაში აღნიშნულია, ევროპაში ბოლო 25 წლის განმავლობაში უმსხვილეს სწავლებებში მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ ქვეითი ძალებიდან 6 ათასი სამხედრო მოსამსახურე გაიგზავნა.