საზოგადოება
ტყიბულში მეშახტეების გაფიცვა გრძელდება

 საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. ტყიბულში მეშახტეების გაფიცვა გრძელდება. 200-მდე მეშახტე მუშაობაზე უარს აცხადებს.

გაფიცულები კომპანიისგან მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვენ. მთავარი მოთხოვნა კი სამუშაო პირობების გაუმჯობესება და განაცდური ხელფასის ანაზღაურებაა.

როგორც მეშახტეები აცხადებენ, მაღაროში უსაფრთხოების ზომები არ არის დაცული და მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე ექმნება.

მეშახტეები გუშინ ძიძიგურის მაღაროსთან შეიკრიბნენ, საიდანაც მინდელის მაღაროსთან მსვლელობით გადაინაცვლეს და მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს.

გაფიცულები არ გამორიცხავენ, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართონ.