საზოგადოება
ინგლისურენოვან პედაგოგთა ახალი ნაკადი უკვე რაჭაშიც ჩავა

raWa_pataridzeსაგანმანათლებლო პროგრამის – „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ – ფარგლებში ინგლისურენოვან მოხალისე მასწავლებელთა მორიგი ჯგუფი 31 მარტს ჩამოვიდა. ამ ნაკადში კვალიფიციურ  პედაგოგთა უმეტესობა ავსტრალიიდანაა. მოხალისე მასწავლებლები არიან  ამერიკიდან, ინგლისიდან და კანადიდან.

პედაგოგების ნაწილი სათანადო ტრენინგის გავლის შემდეგ პირველად პროგრამის ფარგლებში რაჭის საჯარო სკოლებში გადანაწილდება. ეს რაჭის რაიონის საჯარო სკოლებში ინგლისურენოვან მოხალისე მასწავლებელთა შესვლის პრეცედენტია.

რაჭის სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები პროექტს დადებითად აფასებენ. მათი აზრით, პროგრამა ამ რაიონშიც წარმატებული იქნება.

უცხოელი პედაგოგების ნაწილი შიდა ქართლისა და თბილისის საჯარო სკოლებში ქართველ მასწავლებლებთან ერთად სასწავლო პროცესში ჩაერთვება.