საზოგადოება
პუტინმა ბიბილოვი მოსკოვში მიიღო

 საქართველო, 16 მარტი, საქინფორმი. 13 მარტს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

კრემლის საიტზე გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, პუტინმა განაცხადა, რომ „ურთიერთობებში აღმავლობაა“, „გასულ წელს აღრიცხული იქნა ზრდა ვაჭრობის სფეროში“ და ჯამში 4.2 მილიარდი რუბლის (დაახლოებით 160 მლნ ლარი) ინვესტიცია განხორციელდა.

პასუხად, კრემლის საიტის თანახმადვე, ბიბილოვმა პუტინს მადლობა გადაუხადა, მოკლედ მიმოიხილა მათი წინა წლის ურთიერთობა და ბოლოს განაცხადა:

ვიყენებ შესაძლებლობას და მსურს, მოგილოცოთ: დღეს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (КГБ-ს) დაარსების დღეა. ნება მომეცით, მოგილოცოთ. თქვენ [კგბ-ს] თქვენი ცხოვრება მიუძღვენით და, რაღა თქმა უნდა, ძალიან ბევრი გააკეთეთ“.