პოლიტიკა
საქართველომ 14 მარტიდან სომხეთსა და აზერბაიჯანთან საზღვრები 10 დღით დაკეტა

 საქართველო, 16 მარტი, საქინფორმი. 24 მარტამდე, საქართველო-სომხეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის, მოქალაქეების გადაადგილება დროებით შეჩერდება. საქართველოს მთავრობის ცნობით, გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად მიიღო.

"სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრემიერმინისტრ ალი ასადოვთან სატელეფონო საუბრის შედეგად, მიღებულია ერთობლივი გადაწყვეტილება, 2020 წლის 14 მარტიდან, 10 დღის განმავლობაში საქართველო-სომხეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის მოქალაქეების გადაადგილების დროებით შეჩერების შესახებ.

ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ უზრუნველყოფენ სამშობლოში დაბრუნების სურვილის მქონე საკუთარი მოქალაქეების ქვეყანაში შეუფერხებელ შესვლას. შეზღუდვები არ ვრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე", - აცხადებს საქართველოს მთავრობა.