აქტუალური
სანდრო ბრეგაძე: უფალი არ გაწირავს კაცობრიობას, მაგრამ გვაჩვენებს, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ!

 საქართველო, 16 მარტი, საქინფორმი. – აიკრძალა ისტორიაში ყველაზე დიდი გეი-პრაიდი, ტოტალიზატორებმა შეწყვიტეს არსებობა (გაუქმდა თამაშები), კაზინოები დაიხურა, ბორდელებში კაცისშვილი აღარ შედის, საზღვრების გაძლიერებული კონტროლის გამო შეწყდა ნარკოტიკების ტრანზიტი, ადამიანები ბევრად გულისხმიერნი გახდნენ ერთმანეთის მიმართ, გაიზარდა პატრიოტული გრძნობა, დაიწყეს ჰიგიენის მკაცრად დაცვა, თვით მევახშე-ბანკებმაც კი პროცენტები გააუქმეს – ეს არის კორონავირუსის შედეგები – ყოველივეს შემდეგ, ვისაც ღმერთის გწამთ - არის თუ არა ეს ღვთის სასჯელი და გაფრთხილება? არის თუ არა გზის ჩვენება ქრისტიანული ცხოვრებისკენ? აბა ყველა კარგად დავფიქრდეთ! უფალი არ გაწირავს კაცობრიობას, მაგრამ იმას აუცილებლად გვაჩვენებს თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ!” – წერს “ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე.