"19" - "91": სარკისებრი ციფრების მაგია
COVID-19–მდე არსებობდა COVID-91 ვირუსი.
“COVID-91”-იც აშშ–ში შეიქმნა, მაგრამ გაეშვა არა ჩინეთში, არამედ სსრკ–ში 1991 წელს, რადგან მაშინ აშშ–თვის ნომერ პირველ საშიშროებად ჩინეთი კი არა, საბჭოთა კავშირი გამოცხადდა.
1991 წელს ამერიკულმა კორონავირუსი ვნებდა არა ფილტვებს, არამედ ტვინს: 70 წლის განმავლობაში მეგობრულად მცხოვრებ საბჭოთა კავშირის მოქალაქეებს თავზე გვირგვინები ელანდებოდათ და თავიანთი რესპუბლიკები - იმპერიებად, რომლებსაც დამოუკიდებლად ცხოვრება შეეძლოთ.
ერთ-ერთი ასეთი იმპერია იყო საქართველოსი, რომლის მოქალაქეებმა დღეს, 19 წლის შემდეგ, დაიწყეს იმის გაცნობიერება, რომ ისინი გვირგვინოსნები კი არ არიან და არც საქართველოა იმპერია და დამოუკიდებელი სახელმწიფო, არამედ ამერიკის კოლონიაა, რომელიც არსებობს ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის წყალობით, მაგრამ იმართება აშშ-დან.
ქართველებს იმპერიული ამბიციების გაქარწყლებაში კორონავირუსი „COVID-19“ დაეხმარა, ხოლო საქართველოს დაეხმარა არა ამერიკა, არამედ ჩინეთი - ნახევარი მილიონი დოლარის ღირებულების ტესტებით ...
ამერიკულმა ვირუსმა ”COVID -91” გაანადგურა სსრკ, ვინაიდან მისმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გაანადგურა სტალინისა და მისი დიადი საქმეების ხსოვნა, ხოლო ჩინეთმა დაამარცხა „COVID-19“ იმიტომ, რომ შეინარჩუნა სახელმწიფოს სტალინური მოდელი კომპარტიის ხელმძღვანელობით.
ბოლო 9 წლის განმავლობაში საქართველოში თითქმის არაფერი აშენებულა, რუს ტურისტებზე გათვლილი სასტუმროებისა და რესტორნების გარდა. დღეს მათი მეპატრონეები გაკოტრდებიან და მათ ქონებას წაიღებს კრედიტის გამცემი ბანკები. თუ გასულ წელს რუსი ტურისტები არ ჩამოსულან თბილისში სტუმრად მყოფი სახელმწიფო დუმის დეპუტატების შეურაცხყოფის გამო, წელს ისინი კოროვირუსის გამო არ ჩამოვლენ. პირდაპირი ავიარეისების არარსებობის გამო ქართული ავიაკომპანიები გაკოტრდება, ხოლო საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს ტურიზმის სექტორიდან მინიმუმ ნახევარი მილიარდი დოლარი დააკლდება. კორონაროვირუსის გამო, რუსეთიდან ფულადი გზავნილები შემცირდა და ეს კიდევ ნახევარი მილიარდი დოლარია. ამდენითვე გაღარიბდებიან ქართული ღვინისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მწარმოებლები, რუსეთში ქართული ექსპორტის შემცირების გამო.
სამაგიეროდ, საქართველოში, სადაც დღეს კორონავირუსის გამო აკრძალულია ქორწილებიცა და ქელეხებიც, მალე ათასობით მედესანტე დაეშვება ნატო-აშშ „Defender Europe 2020“-ის წვრთნების ფარგლებში, რომელთა უმეტესობა დიდი ალბათობით დაინფიცირებული იქნება!
ამერიკული ოცნება, ქართულისგან განსხვავებით, 9 წლის შემდეგ ხდება
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობა, აშშ-ის გადაწყვეტილებით, პრეზიდენტი სააკაშვილის მმართველი პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის" უნდა მიეცათ, ხოლო მილიარდერი ივანიშვილის კოალიცია "ქართული ოცნება"პარლამენტში ოპოზიციურ ფრაქციად უნდა შესულიყო. მაგრამ ქართველმა ამომრჩეველმა დაარღვია ეს ბალანსი და მიიღო სარკისებრი შედეგი: “ოცნებას“ - უმრავლესობა, ”ნაცებს” - უმცირესობა.
„2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ასეთი სიურპრიზები აღარ იყოს!” - წინასწარ არაორაზროვნად გააფრთხილეს ამერიკელმა კონგრესმენებმა ქართველი ვასალები - წერილებითაც და პირისპირაც, ვაშინგტონში ვიზიტების დროს, - გააყალბეთ, როგორც გინდათ, მაგრამ ოპოზიცია სერიოზულად იქნეს წარმოდგენილი პარლამენტსა და კოალიციურ მთავრობაში!”. ხოლო მას შემდეგ, რაც "მეოცნებეები" და "ნაციონალები" ვერ შეთანხმდნენ საარჩევნო სისტემის თაობაზე, საქართველოს თბილისში ახალმა დედოფალმა კელი მეორემ * თავის თბილუსურ ბინაში მიიწვია საქართველოს პარლამენტის ორი თავმჯდომარე - ყოფილი, კობახიძე, და ამჟამინდელი, თალაკვაძე - და ხელების გადაგრეხვით აიძულა ხელი მოეწერათ იქვე მყოფი გაერთიანებული ოპოზიციის ორივე მოთხოვნაზე (120 პროპორციული +30 მაჟორიტარი დეპუტატი და თავისუფლება „პოლიტპატიმრებს“).
ამრიგად, 9 წლის შემდეგ, საქართველოში, საბოლოოდ, ახდება ამერიკული ოცნება - ორი პროამერიკული პოლიტიკური ძალისგან შემდგარი ორპარტიული პარლამენტი, რომლებიც მშვიდობიანად შეცვლიან ერთმანეთს. და არ ახდება ქართული ოცნება - რომ საქართველოს ბოლოსდაბოლოს ეყოლება პროქართული ხელისუფლება, რომელიც არ მოისაქმებს იქ, სადაც ქართველი ხალხი ჭამს - რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობებზე! და არ დახარჯავს საახალწლო გასართობებზე ათჯერ მეტს, ვიდრე კოროვირუსთან ბრძოლასა ან საქალაქო კომუნიკაციების შეკეთებაზე, რომელთა ავარიულობის გამო დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში წყლის მიწოდებას დღეგამოშვებით მთელი დღე-ღამით ან მეტითაც წყვეტენ! რით დაიბანონ თბილისელებმა ხელები კორონავირუსის პირობებში, ბატონო მერო? იქნებ შავი ზღვის წყლით, რომლის ”გეოპოლიტიკური უსაფრთხოებისთვის” საქართველო პასუხს აგებს აშშ-ის წინაშე?!
პოლიტკერხერი
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები მრავალსაუკუნოვანი ხეა, რომელსაც ორივე მხრიდან ღრღნიდნენ, გარედან - აშშ, შიგნიდან კი სააკაშვილი და, ბოლოსდაბოლოს, წააქციეს. მაგრამ დარჩა ძლიერი ფესვები, რომლებიც აუცილებლად გამოიღებს ყლორტებს. ესენი იქნებიან ქართველი ხალხის სრულუფლებიანი წარმომადგენლები, რომლებიც აიღებენ პოლიტკერხერს და გარეცხენ ქართულ პოლიტიკას ჭუჭყისგან! და არა ე. წ. პრორუსი პოლიტიკოსები გაერთიანებული ოპოზიციიდან, რომლებიც სულ ახლახან მიემგზავრებოდნენ მოსკოვში - დაფინანსების მისაღებად და იმ იმედით, რომ რუსეთი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჯარს შემოიყვანს და მათ „ქურდებად“ დასვამს. მოსკოვში უარის მიღების შემდეგ ისინი, თავიანთ ზრდასრულ შვილებთან ერთად, ჩოქვით მიხოხდნენ უწინდელ პატრონთან - სააკაშვილთან, რათა, როგორც 2003 წელს, ხელთ იგდონ ძალაუფლება აშშ-ს დახმარებით.
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2020 წლის 16 მარტი
საქართველო, თბილისი
*კელი მეორე - აშშ-ის ამჟამინდელი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი. წინამორბედი - კელი პირველი - აშშ-ის ექს-ელჩი საქართველოში კელი იანი.
წყარო: NEWS FRONT