სამართალი
სააპელაციო სასამართლო ირლანდიის მოქალაქისთვის სიღნაღში სახლის წართმევის საქმეს განიხილავს

tbilisi_saapelacioდღეს, 31 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლო ირლანდიის მოქალაქე სალივან ქიარა როზმარის საქმეს განიხილავს. შეგახსენებთ, რომ ირლანდიის მოქალაქეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სიღნაღში კერძო საკუთრება – სახლი ჩამოართვა.სალივან ქიარა როზმარიმ რაიონულ სასამართლოში პროცესი მოიგო და საკუთრება დაიბრუნა. თუმცა სამინისტრო სიღნაღის სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს. ეკონომიკის სამინისტრო როზმარის ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების დარღვევაში ადანაშაულებს და ხელშეკრულების გაუქმებას ამ მიზეზით ხსნის, მაგრამ სამინისტრო არ აკონკრეტებს, მყიდველმა ხელშეკრულების რომელი პუნქტი დაარღვია.სალივან ქიარა როზმარის განცხადებით, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში, ის საკასაციო საჩივრით უზენაეს სასამართლოს მიმართავს.