საზოგადოება
საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. კორონავირუსის საფრთხის გამო, ქვემო ქართლში გაუქმდა ხალხმრავალი ღონისძიებები, მათ შორის ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაული, რომელიც 19-21 მარტს აღინიშნება. ინფორმაციას ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
“სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის მიხედვით, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულისა და რეგიონის მუნიციპალიტეტების ადმინიტრაციებში COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შეჩერდა მოქალაქეთა მიღება და გაუქმდა ხალხმრავალი ღონისძიებები, მათ შორის ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაული, რომელიც ტრადიციულად მიმდინარე თვის განმავლობაში აღინიშნება.
მოსახლეობა საჯარო უწყებებიდან ინფორმაციის მიღებას სატელეფონო კომუნიკაციის გზით შეძლებს”.