სამართალი
შსს-მ ჰაკერების მიერ ინტერნეტ ტოტალიზატორების საშუალებით ათეულობით მოქალაქის პირადი ანგარიშიდან თანხების მოხსნის მასშტაბური საქმე გახსნა

 საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასშტაბური კიბერთაღლითობის საქმე გახსნა. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, დაზარალებული ათეულობით მოქალაქეა, ზარალი კი 35 ათას ლარს აჭარბებს.

სამართალდამცავებმა მოქალაქეების კუთვნილი თანხების დაუფლებისთვის 4 პირი დააკავეს.

სააგენტოს ინფორმაციით, ბრალდებულები დაზარალებულების პირად მონაცემებს იპარავდნენ და ინტერნეტ ტოტალიზატორების საშუალებით მათ სოლიდურ თანხებს საკუთარ ანგარიშზე ირიცხავდნენ.

ინტერპრესნიუსი