საზოგადოება
ინფორმაცია საქართველო-ბელარუსს შორის სავიზო რეჟიმის დაწესების შესახებ ბელარუსის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეზე დაყრდნობით ვრცელდება.
საუბარია ეგრეთ წოდებული საპასპორტო-სავიზო რეჟიმის უნიფიკაციაზე, რაც ბელარუსში ვიზის წარდგენის გარეშე შესვლას აკრძალავს.ამოქმედდება თუ არა ბელარუსთან სავიზო რეჟიმი, ზუსტად უცნობია. გავრცელებული ცნობით, სავიზო მიმოსვლის გამკაცრების მოტივად საქართველოს მოქალაქეთა ბელარუსის გავლით რუსეთში შესვლა სახელდება.