უცხოეთი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთმა სირიაში რვა რუსული სარაკეტო კოპლექსი „პანცირი“ გაანადგურა

 საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთმა სირიაში რვა რუსული სარაკეტო კოპლექსი „პანცირი“ გაანადგურა. ამის შესახებ განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გააკეთა.

მისი თქმით, “თურქეთმა რუსული სამხედრო ტექნიკა უპილოტო საფრენი აპარატებით გაანადგურა“.

რუსული საზენიტო კომპლექსები „პანცირი“ სირიის არმიას ეკუთვნოდა.

1tv.ge