აქტუალური
რეფინანსირება ქართულად

evrobondსაბიუჯეტო ცვლილებების მიხედვით, წელს ფინანსთა სამინისტრო 900 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდების ემისიას განახორციელებს, რომელიც 2008 წელს გამოშვებული ევრობონდების რეფინანსირებისკენ წარიმართება, ხოლო ნაწილი მომდევნო წლებში სახელმწიფო ვალდებულებების შემცირებას მოხმარდება. ექსპერტების ნაწილი ამ მოსაზრებას არ იზიარებს. თუ ფასიანი ქაღალდების მორიგი ემისიის მიზანი ძველი ობლიგაციების რეფინანსირებაა, გამომდინარე იქიდან, რომ 2008 წელს ევროობლიგაციები 5 წლის ვადით გამოუშვეს, რომლის დაბრუნებაც 2013 წლისთვის არის განსაზღვრული, მაშინ ემისიას სამინისტრო 2013 წელს მოახდენდა.

„მთავრობა ახალი ვალის აღებას აპირებს. ეს რეფინანსირება არ არის. რეფინანსირება მაშინ მოხდებოდა, თუ ფასიან ქაღალდებს 2013 წელს გამოუშვებდნენ, ანუ ამ ვალდებულებების გასტუმრების პერიოდში. ჩემი ინფორმაციით, იგეგმება ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე განთავსება“, – აცხადებს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში დავით ნარმანია.