პოლიტიკა
საქინფორმი საქართველოს დედოფალს კელი დეგნანს მკვეთრ პროტესტს უცხადებს!

   საქინფორმ ძლივს ასწრებს საქართველოს დედოფლის ჰიპერაქტიური საქმიანობის გაშუქებას - საქართველოში ჩამოსვლისთანავე, აშშ-ახალმა ელჩმა კელი დეგანმა უკვე ყველაფრი მოასწრო: მარიონეტული ხელისუფლებდა ოპოზიცი სახლში გამოძახება და შერიგება; ვაშინგტონში გაფრენა მდგომარეობის შესახებ მოსახსენებლად და ახალი ინსტრუქციის მისაღებად; უკან დაბრუნება და ქართველებისთვის ცხოვრების უნივერსალური წესების ჩამორიგება...

   როგორც საქართველოს ნამდვილმა მეპატრონემ, აშშ-ის საზღვაო ძალების ევროპის ხელმძღვანელობის ყოფილმზ პოლიტიკურმა მრჩეველმა კელი დეგნანმა უაპელაციო ტონით უკვე გამოთქვა თავისი აზრი საარჩევნო და სასამართლო სისტემაზე; კორონვირუსზე; ბორდერიზაციაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომლებიც რუსეთმა სასწრაფოდ უკან უნდა დააბრუნოს და იქიდან თავისი სამხედრო ბაზები გაიყვანოს; ივანიშვილის უმრავლესობისა და სააკაშვილის ოპოზიციის ურთიერთობების შესახებ, რომლებიც სასწრაფოდ უნდა შერიგდნენ უმრავლესობის კაპიტულაციის ხარჯზე; როლზე, რომლის შესრულებაც საქართველოევალება შავი ზღვის გეოპოლიტიკურ უსაფრთხოებაში, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ნატოს არმიებისთვის თავისი ტერიტორიისა და აკვატორიის დათმობით.

   გლობალური საკითხების დასრულების შემდეგ კელი უფრო საყოველდღიურო საკითხებზეც გადავიდა. არა, საცივის გამზადება აშშ-ს ელძი ქართველებს ჯერ არ ასწავლის, სამაგიეროდ, ლექცია წაგვიკითხა ჟურნალისტიკაზე. „ჟურნალისტი არ უნდა იქცეს ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის სპიკერად, არამედ რეალურად წარუდგენდეს საზოგადოებას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების დაბალანსებულ სურათს, – განაცხადა კელიმ და აღნიშნა, რომ საქართველოში ერთ-ერთი პირველი შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან ჰქონდა, რადგან თვლის, რომ ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი“..

მედიის თვითრეგულირების საკითხზე საუბრისას აშშ-ს ახალმა ელჩმა აღნიშნა, რომ ჟურნალისტი მკაცრად უნდა იცავდეს ეთიკის კოდექსს. ამის მეორე მხარე ის არის, რომ მედია უნდა ახდენდეს თვითრეგულაციას ეთიკის კოდექსით. ეს შთამაგონეს მე, როცა უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის სკოლაში ვსწავლობდი და მოგვიანებით, როცა ჟურნალისტი ვიყავი. ვფიქრობ, აშშ-ში უმეტესად ასეა, რომ ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს თვითრეგულაცია, მკაცრად იცავდეს ეთიკის კოდექსს და არ იქცეს ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის სპიკერად, არამედ რეალურად წარუდგენდეს საზოგადოებას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების დაბალანსებულ სურათს“, – განაცხადა მზეთუნახავი ბალანჩინის ქუჩედან.

   ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

   საქინფორმი მკვეთრ პროტესტს უცხადებს აშშ-ელჩს საქართველოში, ომელიც უფლებას აძლევს საკუთარ თავს, ზეწოლა მოახდინოს მედიაზე საქართველოში, რაც ჯერჯერობით არცერთ მის წინამორბედსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატს არ გაუბედავს!

   საიდუმლო არ არის, რომ აშშ-ს ძალიან სჭირდება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების დაბალანსებულ სურათი” საქართველოში სამხედრო ბაზის გასახსნელად, მაგრამ ნამდვილი ქართველი ჟურნალისტები არ დაიწყებენ ცრუ და მშიდი სურათის ხატვას ამ მიზნით - დამნაშავეებსა და მათ მსხვერპლს შორის შერიგება გამორიცხულია!

   გარდა ამისა, აშშ-ელჩის სიტყვებაშკარად გვესმის მუქარა ჟურნალისტების მისამართით - დაიცვან დაუწერელი "ეთიკის კოდექსი", რაც დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების - სიტყვისდა მედიის თავისუფლების, ჟურნალისტების უფლებების - უხეშ დარღვევას, თავისუფალ მედიაზე ზეწოლასა და ცენზურის დანერგვის მცდელობას წარმოადგენს!

საქინფორმი შეგახსენებთ, რომ საქართველოში კრიტერიუმებ- თუ რა არის ჟურნალისტიკაში ეთიკური და რა - არა, აწესებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ვაშინგტონის, ლონდონის და სოროსის ფონდისგან მიღებული გრანტებით შეიქმნა. საქართველოში მათ ყველა იცნობს, და თუ ქალბატონმა კელიარ იცის - დაე თვალი გადაავლოს საქართველოში აშშ–ისაელჩოს საბუღალტრო უწყისებს…

   საქინფორმს შეეძლო მხარიც კი დაჭირაშშ-ს ახალი ელჩის პათოსთვის - იმ ნაწილში, სადაც იგი მხარს უჭერს ობიექტურ, დამოუკიდებელ და ზეპარტიულ ჟურნალისტიკას, ორონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი გულწრფელი ქნებოდა თავის მოსაზრებებში და პროპაგანდას არ გაუწევდა ორმაგ სტანდარტებს! მაგალითად, რომელი მედიის წარმომადგენლებთან ჩაატარა მან ერთ-ერთი პირველი შეხვედრა საქართველოში“, რადგან თვლის, რომ ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი“?! დაე კონკრეტულად ჩამოთვალოს! წინდაწინ ვამბობთ, რომ მათ შორის არ იყვნენ საქინფორმის, გაზეთ „ასავალ-დასავალის“ და სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები, რომლებიც მკითხველის ნდობითა და ავტორიტეტით სარგებლობენ თავიანთი, წლობით ნაცადი მოუსყიდაობისა და მიუკერძოებლობის გამო!

   და დასასრულ, ვურჩევთ ამერიკის ელჩს, ცოტა მოკრძალებულად მოიქცეს, თუნდაც პირველ ხანებში, რადგან ქვეყანაში, რომელსაც ის საქართველოში წარმოადგენს, პრეზიდენტ სააკაშვილს დემოკრატიის შუქურა" უწოდეს სწორედ იმ დროს, როცა მისი ბრძანებით, მხეცურად და დამამცირებლად აწამებდნენ, აუპატიურებდნენ და ხოცავდნენ ათასობით უდანაშაულო მოქალაქეს, და როდესაც საქართველო პირველ ადგილზე მოხვდა ევროპაში, ხოლო მეორეზე - მსოფლიოში პატიმართა რაოდენობის მხრივ!

P.S. კიდევ ბევრი საინტერესო რამგაიგებდა დეგნან კელი, ნამდვილ ქართველ ჟურნალისტებსდა მედიის ლიდერებთან შეხვედრის რომ არ შეშინებოდა - კერძოდ, რატომ და ვისი ბრალია ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ანტიამერიკანიზმის აყვავება და რას ფიქრობქართველი ხალხი იმის შესახებ, რახდება ქვეყანაში!

მაგრამ განა ამერიკის ელჩები იმისთვის ჩამოდიან საქართველოში, რომ ქართველ ხალხსდა ქვეყანას გაეცნონ, სადაც მუშაობა მოუწევთ?! არა, ეს მათთვის მეტისმეტად რთულია და არც არის აუცილებელი, რადგან მათ აქვთ სრულებით განსხვავებული მისია: უზრუნველყონ აქ ისეთი რეჟიმი, რომელიც ხელსაყრელია აშშ-ინტერესებისთვის!

საქინფორმის რედაქცია
2020 წლის 9 მარტი
საქართველო, თბილისი