საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. იდლიბში ში თურქული აგრესიის შემდეგ, საქინფორმმა არაერთხელ გააფრთხილა, რომ ერდოღანს რუსეთისთვის ბოდიშის მოხდა მოუწევდა თავისი ავანტიურის გამო, რაც თურქმა პარლამენტარებმაც კი დაგმეს, მაგრამ მსოფლიოს ორმა ქვეყანამ: აშშ-მა - მსუბუქად და საქართველომ - მხურვალედ დაუჭირა მხარი.
ასეც მოხდა: 5 მარტს, ერდოღანი მოსკოვში გაფრინდა და პუტინთან 6-საათიანი საუბრის შემდეგ იძულებული გახდა საწყის პოზიციებზე დაბრუნებულიყო. დადუმდნენ მისი მრჩევლებიც, რომლებიც "რუსეთთან მე-20 ომით" (წინა 19 თურქეთმა წააგო) და "რუსეთის შიგნიდან, სადაც 25 მილიონი მუსლიმია, აფეთქებით“ იმუქრებოდნენ.
გარდა ამისა, მთელ მსოფლიოში, საქართველოს გარდა, ყურადღება გამახვილდა არცთუ უმნიშვნელოფაქტზე - რა ვითარებაში მიიღო მოსკოვში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ერდოღანი. ეს არის ორი სკულპტურული კომპოზიცია კაბინეტში, სადაც გაიმართა ორი პრეზიდენტისა და, მათი ხელმძღვანელობით, დელეგაციების შეხვედრა. თურქეთის დელეგაციის გვერდით მდებარე ერთი დარბაზიდან ჩანდა იმპერატრიცა ეკატერინე დიდის ქანდაკება, რომლის მმართველობის დროსაც, 1783 წელს ყირიმმა ოსმალეთის იმპერიის მფლობელობიდან რუსეთის იმპერიის მფლობელობაში გადაინაცვლა, ასევე მიერთებული იქნა ტამანი და ყუბანი, რაც თურქეთის ერთ-ერთ უმთავრეს მარცხს წარმოადგენდა. მეორე მხრივ, ერდოღანი და პუტინი სხედან სკულპტურული საათების ფონზე, რომელიც 1877-1878 წლების ომში თურქეთზე რუსეთის გამარჯვების სიმბოლოა.