საზოგადოება
„სახალხო კრება“ უსინათლოთა კავშირის მდგომარეობაზე

usinaTlo„წარმომადგენლობითი სახალხო კრება“ უსინათლოთა კავშირში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს.

შალვა ოგბაიძის განცხადებით, კავშირის ამჟამინდელი ხელმძღვანელი რევაზ მაისურაძე უსინათლოთა ქონებას ყიდის.

მისი თქმით, ხშირია უსინათლოთა უფლებების დარღვევის ფაქტები და მძიმეა მათი სოციალური ფონიც.

უსინათლოთა კავშირსა და უსინათლოთა საზოგადოებას შორის დაპირისპირება რამდენიმე წელია, არსებობს. კავშირმა სარჩელი პროკურატურაშიც შეიტანა. ისინი ამჟამინდელ ხელმძღვანელს ქონების გაყიდვაში ადანაშაულებენ.