ქუთაისის მერიასა და იუსტიციის სახლში ტერორისტული აქტების მოწყობა იგეგმებოდა
დღეს, 31 მარტს, დილით, სამართალდამცველებმა ქუთაისის მერიასთან ორი პირი დააკავეს, რომლებიც, წინასწარი ინფორმაციით, ქუთაისის მერიის შენობის აფეთქებას აპირებდნენ. სპეცოპერაციისას პოლიციის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ტროტილი ამოიღეს. მოგვიანებით კი დაკავებულები იუსტიციის სახლთან მიიყვანეს.
ქუთაისის ცენტრში ამ წუთებში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული.
მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა, თუმცა, გავრცელებული ცნობით, ქუთაისის მერიისა და იუსტიციის სახლის შენობებთან ასაფეთქებელი მოწყობილობები ერთდროულად უნდა ამოქმედებულიყო.