საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. ქართველი პოლიტოლოგი და პუბლიცისტი, საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი კომენტარს უკეთებს აშშ-ის კონგრესმენის, „საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის“ თანათავმჯდომარის ადამ კინზინგერის მიმართვას, რომელიც მთავრობასა და ოპოზიციას მიუწოდებს, შეთანხმდნენ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით.
ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში წინსვლა არ მოხდება საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, აშშ-ის ნაბიჯები ბევრისთვის მოულოდნელი იქნება. კონგრესმენმა არ დააკონკრეტა, თუ რა ჰქონდა მხედველობაში.
”აშშ-ის სენატორის ადამ კინსინგერის უპრეცედენტო განცხადებას, რომლის ანალოგების გახსენება შეუძლებელია, სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში უბრალოდ უხეში ჩარევა უწოდო, ნიშნავს იმას, რომ არაფერი თქვა. ანუ, ამერიკელი პარლამენტარები უკვე უხეშად კარნახობენ საქართველოს ხელისუფლებას და, პრაქტიკულად გამოავლინეს ამით, რომ საქართველო აშშ-ის პროტექტორატის ქვეშ იმყოფება, ასე ვთქვათ, მისი კოლონიაა, რა უნდა გააკეთოს და არ მალავს თავის სიმპათიებს გაერთიანებული ოპოზიციის მიმართ, რომლის უდავო ლიდერი მიხეილ სააკაშვილია”, - განაცხადა ხიდირბეგიშვილმა Sputnik Georgia– სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.