პოლიტიკა
ხიდირბეგიშვილი: აშშ-ის კონგრესმენის განცხადება - სუვერენული საქართველოს საქმეებში უხეში ჩარევაა (SPUTNIK)

 საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. ქართველი პოლიტოლოგი და პუბლიცისტი, საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი კომენტარს კეთებს აშშ-ის კონგრესმენის, საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფისთანათავმჯდომარის ადამ კინზინგერის მიმართვას, რომელიც მთავრობასა და ოპოზიციას მიუწოდებს, შეთანხმდნენ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით.

ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში წინსვლა არ მოხდება საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, აშშ-ის ნაბიჯები ბევრისთვის მოულოდნელი იქნება. კონგრესმენმა არ დააკონკრეტა, თუ რა ჰქონდა მხედველობაში.

 აშშ-სენატორის ადამ კინსინერის უპრეცედენტო განცხადებას, რომლის ანალოგებგახსენება შეუძლებელია, სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში უბრალოდ უხეშჩარევა უწოდო, ნიშნავს იმას, რომ არაფერი თქვა. ანუ, ამერიკელპარლამენტარები უკვე უხეშად კარნახობენ საქართველოს ხელისუფლებას და, პრაქტიკულად გამოავლინეს ამით, რომ საქართველო აშშ-ის პროტექტორატის ქვეშ იმყოფება, ასე ვთქვათ, მისი კოლონიაა, რა უნდა გააკეთოს და არ მალავს თავის სიმპათიებს გაერთიანებული ოპოზიციის მიმართ, რომლის უდავო ლიდერი მიხეილ სააკაშვილია”, - განაცხადა ხიდირბეგიშვილმა Sputnik Georgia– სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.