პოლიტიკა
ბოდიშს ვიხდი ბევრ რამეზე, რაც ჩემმა ხალხმა მიქარა - მიხეილ სააკაშვილი

 საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. მინდა, ძალიან გულწრფელად ბოდიში მოგიხადოთ, ბევრ რაღაცაზე, რაც ბოლომდე ვერ გავაკონტროლე, ბევრ რაღაცაზე, რაც ჩემმა ხალხმა მიქარა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მე ვგრძნობ ჩემს ძალიან დიდ ბრალსა და პასუხისმგებლობას ძალიან ბევრ რაღაცაზე და მინდა, ამისთვის ძალიან გულწრფელად ბოდიში მოგიხადოთ, ბევრ რაღაცაზე, რაც ბოლომდე ვერ გავაკონტროლე, ბევრ რაღაცაზე, რაც ჩემმა ხალხმა მიქარა. რაც არის, ეს არის. ვიღაც უნდა მოსულიყო, ვინც უკეთესად გააკეთებდა.

საქართველო ყველაზე სწრაფად იზრდებოდა მსოფლიოში, მთელი მსოფლიო შენატროდა. დღესაც, უკრაინაში ლევან ვარშალომიძეს ნიშნავენ საინვესტიციო ოფისის დირექტორად. დღემდეც კი უკრაინაში, უზბეკეთში და სხვაგან, ნიშნავენ ჩვენს ხალხს, რადგან ჩვენი ხალხი იყო წარმატებული, ჩვენ დროს ვიყავით წარმატებულები, მაგრამ წარმატება არ გამორიცხავს ბევრ გაჭირვებასა და უბედურებას. ყველას წინაშე ვარ დიდ ვალში და ვერასოდეს ამ ვალს ვერ გადაგიხდით, რადგან ვერ მოგხედეთ ბოლომდე. ეს მართლა ასეა და წყალი არ გაუვა“, – განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში ჩართვისას.