პოლიტიკა
დარეკეთ ვაშინგტონში, ბატონო ბიძინა! - არნო ხიდირბეგიშვილი

     არც ისე დიდი ხნის წინ, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა აღშფოთება გამოთქვა საქართველოში ამერიკული ინსტიტუტების NDI და IRI-ს სოცგამოკითხვების შედეგების გამო, რომლებიც ყალბდება ოპოზიციის სასარგებლოდ. ივანიშვილმა სამართლიანად აღნიშნა, რომ ისინი ხელს უწყობენ საქართველოში ანტი-ამერიკანიზმის ზრდას, რადგან ქართველი ხალხისთვის ღრმად ანტიპათიურ ოპოზიციონერებს, რომელთა ”სხადნიაკებიცდღეს შალიკოს „ხატაზე“ იმართება, სინამდვილეში ელექტორატი არ ჰყავთ, შესაბამისად - არჩევნებში გამარჯვების არანაირი შანსი არ გააჩნიათ!

ივანიშვილი დაჰპირდა, რომ ამ უმსგავსობის შესახებ ვაშინგტონს აცნობებდა და, ალბათ, შეასრულა თავისი დანაპირები, რადგან გასულ კვირას საქართველოში NDI– ის ოფისის ოდიოზური დირექტორი ლორა თორნტონი მოხსნეს და უკან ამერიკაში გამოიწვიეს.

   დღეს ისევ წარმოიქმნა უკიდურესი საჭიროება ვაშინგტონში დარეკვისა ან მეორედ წერილის მიწერის. მავანი ადამ კაზამირის ძე კოზლევიჩი, ანუ კონგრესმენი ადამ კინზინგერი, რომელიც ივანიშვილს შვილად ერგება, იმდენად გათავხედდა, რომ ივანიშვილისა და მოქმედი ხელისუფლების მისამართით შეურაცხყმყოფელი პასკვილებიდან პირდაპირ მუქარაზე გადავიდა. "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში მან, პრაქტიკულად, განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება არ შეასრულებს ოპოზიციის მოთხოვნებს (რომლის პირობო ლიდერიექსპრეზიდენტი სააკაშვილია) და არ ჩაატარებს არჩევნებს პროპორციული სისტემით, არ გაათავისუფლებს ციხიდან დედაქალაქის ყოფილ მერ უგულავას (ხაზინის ქურდს, რომელმაც 50 მილიონი მოიპარა), და არ შეწყვეტს დამნაშავე „ნაცების“ დევნას, მაშინ აშშ–ის კონგრესმენები, ანუ "საქართველოს მეგობრების ჯგუფი", რომლის თანათავმჯდომარე კინზინგერია, "გადადგამენ ბევრისთვის მოულოდნელ ნაბიჯებს". ჩვენ ამას აქ გადავწყვეტთ, აშშ-ში”, - განაცხადა კინზინგერმა და დასძინა, რომ საქართველოში დაბრუნებას გეგმავს”.

   უკაცრავად, მაგრამ ის საფუძველზე აქვს ამერიკელ პარლამენტარს უფლება - გინდაც ის სამჯერ კინზინგერი, უბრალოდ ინგერი, ან თუნდაც კაიერი იყოს! - უბრძანოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს ხელისუფლებას?! განა ქართველი პარლამენტარები კარნახობენ, თუ რა უნდა გააკეთოს აშშ-ს კონგრესმა, მთავრობამ ან თეთრმა სახლმა?!

და აქამდე რატომ არ გამოძახე საქართველოში აშშ-ის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში, საპროტესტო ნოტის გადასაცემად?! სხვათა შორის, რატომ მოხდა, რომ ახალდანიშნული ელჩი - ქალბატონი კელი დეგნანი, თითქმის თბილისში ჩამოსვლისთანავე, დაუყოვნებლად დაბრუნდა ვაშინგტონში განუსაზღვრელი დროით?!

ის ფაქტი, რომ ოპოზიცია განცხადებებს არ აკეთებს, გასაგებია - კინზინგერმა მხარი დაუჭირა მას და სააკაშვილს, მაგრამ რატომ დუმს მმართველი უმრავლესობა? სახელისუფლებლო პარტია, მთავრობა, პარლამენტი, საქართველოს პრეზიდენტი, ბოლოს და ბოლოს, რომელსაც გუშინ პარლამენტში მოღვაწეობის წლიური ანგარიშის ნაცვლად ეკზისტენციალური გამოსვლა ჰქონდა?!

   ძვირფასო ბატონებო! კინზინგერი, რა თქმა უნდა, თავხედია, მაგრამ შეურაცხადი იდიოტი არ არის, რომ სრულიად უსაფუძვლოდ ასეთი არაადეკვატური განცხადებები გააკეთოს. თუ საქართველოს საკითხი სამუდამოდ დახურულია ყირიმის საკითხის მსგავსად, ანუ ჩვენი “გემი“ სამუდამოდ შედის ამერიკულ ნავსაყუდელში“ და ამ "ეთნოგრაფიული მუზეუმის" დირექცია აშშ-კონგრესში არსებული "საქართველოს მეგობრების ჯგუფია", ღიად აცნობეთ ეს ქართველ ხალხს! არადა, ზუსტად ამას მოწმობს კინზინგერის ფრაზა: ჩვენ გადავწყვეტთ ამ საკითხს აქ, აშშ-ში”.

და რა ბევრისთვის მოულოდნელ ნაბიჯებ გადადგმას“ აპირებენ, აქ არსენალი მდიდარია: მიიღებენ სანქციებს საქართველოს წინააღმდეგ, შესაბამისი კანონპროექტი ხომ უკვე წარდგენილია აშშ-ის კონგრესში; მიიღებენ სანქციების სიას საქართველოს ხელმძღვანელების მიმართ და მათ აშშ-ში ჩასვლას აუკრძალავენ; დააპატიმრებენ ქართველი მილიონერების ანგარიშებს ამერიკულ ბანკებში; აშშ-ის სამხედრო დესანტის ნაწილი, ქართული ოპოზიციის თხოვნით, დარჩება საქართველოში ნატო-ს წვრთნების Defender Europe 2020-ის დასრულების შემდეგ "სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებისა და ოპოზიციის დევნის აღსაკვეთად"… და თუ ამ ყველაფერმა არ „იმუშავა“, მოაწყობენ ახალ "ვარდების რევოლუციას" - აი რატომ გეგმავს კინზინგერი "საქართველოში დაბრუნებას"!

კვლავ - ორმაგი სტანდარტი! როდესაც შარშან რფ-ის სახელმწიფო დუმის ბედკრული დეპუტატი - თბილისში დაბადებულ-გაზრდილი გავრილოვი საქართველოში მიწვევით ჩამოვიდა, ოპოზიციამ ის სცემა და გააგდო და წარუმატებელი სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო. მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე კობახიძე გადადგა, თუმც ირაკლი არაფერში იყო დამნაშავე. (სხვათა შორის, პროფესიონალი იურისტი და კონსტიტუციონალისტი კობახიძე, რომელიც დღეს "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანია, კვლავაც ზიდავს საკუთარი მხრებით მთელ პარტიულ და კანონშემოქმედებით "ტვირთს", ის ივანიშვილის ყველაზე ერთგული თანამოაზრე აღმოჩნდა).

და რატომ შეუძლია გავრილოვის ამერიკელ კოლეგას, კონგრესმენ კინზინერ - საქართველოში ხშირი სტუმრობა წინასაარჩევნოდ, ქვეყანაში პოლიტიკური ძალების განლაგებაზე ზეწოლის მიზნით?!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირეგიშვილი
2020 წლის 5 მარტი
საქართველო, თბილისი