საზოგადოება
საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. Freedom House-ის ანგარიშში „თავისუფლება მსოფლიოში - 2020“ საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად არის მოხსენიებული. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს 100-დან 61 ქულა აქვს მინიჭებული. 2019 წელს კი საქართველოს 63 ქულა ჰქონდა.
ინტერნეტის თავისუფლების კუთხით კი საქართველოს 100-დან 75 ქულა აქვს და თავისუფალ ქვეყნებს შორის არის.
ორგანიზაციის ვებგვერდზე წერია, რომ საქართველოს შესახებ დეტალური ანგარიში უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.