საზოგადოება
ასლან ბჟანიას შესაძლო მოწამვლის გამოძიებას აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება რუსეთისგან ითხოვს

 საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება რუსეთისგან ასლან ბჟანიას შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით საქმის აღძვრას ითხოვს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. „იტარ ტასის“ცნობით, შესაბამისი თხოვნით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ რუსეთის გენერალურ პროკურატურას მიმართა.

ცოტა ხნის წინ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ასლან ბჟანია მოწამვლის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით, ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატის შტაბში განაცხადეს, რომ ასლან ბჟანია 22 მარტს დაგეგმილ ე.წ. არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებს და შტაბი არჩევნების გადადების საკითხს დააყენებს.