სამართალი
აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ასლან ბჟანიას პოლისეგმენტური პნევმონია აქვს

 საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოპოზიციის ლიდერს ასლან ბჟანიას პოლისეგმენტური პნევმონია აღენიშნება. აღნიშნული დიაგნოზი ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატს კრასნოდარის საავადმყოფოში დაუსვეს, სადაც ის ინტენსიურ მკურნალობას გადის.

დე ფაქტო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ამ დროისთვის ბჟანიას დადებითი დინამიკა აღენიშნება.

შეგახსენებთ,რომ ორი დღის წინ ასლან ბჟანია მოწამვლის ნიშნებით ჯერ სოჭის საავადმყოფოში, შემდეგ კი კრასნოდარში გადაიყვენეს. აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტსაა დანიშნული.