უცხოეთი
დონალდ ტრამპის შტაბმა „ვაშინგტონ პოსტს“ უჩივლა

 საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. დონალდ ტრამპის შტაბმა „ვაშინგტონ პოსტს“ უჩივლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სარჩელში ტრამპის შტაბის წევრები ამტკიცებენ, რომ გავლენიანი ამერიკული გამოცემა „ცრუ და ცილისმწამებლურ“ ინფორმაციას აქვეყნებდა. საქმე ეხება სტატიებს, რომლებშიც ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრების რუსეთთან კავშირების შესახებ არის საუბარი.

„ვაშინგტონ პოსტში“ განაცხადეს, რომ ბრალდებას უარყოფენ და საკუთარი სიმართლის დაცვას სასამართლოში აპირებენ.

საქმეში ფიგურირებს ორი პუბლიკაცია, რომლებიც „ვაშინგტონ პოსტში“ 2019 წელს გამოქვეყნდა. ამ სტატიებში საუბარი იყო 2016 წლის არჩევნების დროს ტრამპის შტაბის წარმომადგენელთა რუსეთთან თანამშრომლობასა და ასევე, 2020 წლის არჩევნების წინა გარიგებაზეც.

„ვაშინგტონ პოსტს“ დონალდ ტრამპის იმიჯის გაურესებასა და სისტემატურ მიკერძოებულობაში სდებენ ბრალს.

ერთ კვირის წინ ანალოგიური სარჩელი სასამართლოში „ნიუ იორკ თაიმსის“ წინააღმდეგაც შევიდა.

1tv.ge