რედაქტორისგან
COVID-19: საქართველომ უარი უნდა თქვას წვრთნებზე Defender Europe 2020 - არნო ხიდირბეგიშვილი

     საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოახდინა ორმაგი სტანდარტის დემონსტრირება - გააუქმა ავიამიმოსვლა ჩინეთსა და ირანთან, მაგრამ დატოვა იტალიასა და დასავლეთის სხვა ქვეყნებთან, სადაც კორონავირუსი უკვე დაფიქსირდა. ეს იმიტომ ხდება, რომ საქართველო, აქაოდა, ევროპა არისო და ევროპელისგან დაინფიცირება და მასთან ერთად სიკვდილიც კი, საპატიოა, ხოლო ჩინელები და ირანელები აზიელები და რუსი ოკუპანტების მოკავშირეები არიან!

მერწმუნეთ - თუ ვუტრირებ კიდეც, ძალიან ცოტას - ბოლო დღეებია საქართველოს მოსახლეობას უნერგავენ, რომ შენგენის ზონაში თავისუფალი გადაადგილება ევროპასთან ასოცირების მთავარი მონაპოვარია, ამიტომ უვიზო მიმოსვლა გადასინჯვას არ ექვემდებარება, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხე არსებობს (?!).

საქართველოში დანერგილი მეორე პროპაგანდისტული სტერეოტიპი არის „სამხედრო შენგენი“- აქაოდა, ნატოს სამხედრო ძალებს, ტექნიკასთან ერთად, კანონიერი უფლება აქვთ, თავისუფლად გადაადგილდნენ ევროატლანტიკური ალიანსის ყველა ქვეყნის ტერიტორიაზე მის აღმოსავლეთ საზღვრებამდე და, რა თქმა უნდა, ერთადერთი არაწევრი ქვეყნის - საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც მონაწილეობს ნატოს ყველა ოპერაციაში და ასრულებს ყველა მის სტანდარტულ მოთხოვნას! რაც განსაკუთრებით საშიშია COVID-19 ეპიდემიის პირობებში, რადგან უახლოეს მომავალში საქართველოს, ღვთის სასჯელის მსგავსად, ზეციდან თავს დაატყდება მინიმუმ 14 ათასი სამხედრო მოსამსახურსამედიცინო ნიღბებიგარეშე, რომელთა უმეტესობა შეიძლება კორონავირუსით იყოს დაინფიცირებული!

   ამჟამად საქართველოში COVID-19ის 3 დადასტურებული შემთხვევადა 100-ზე მეტი ადამიანი კარანტინშია მოთავსებული ინფექციის გამოსავლენად, ხოლო ზღვრამდე მისული სახელმწიფო ჯანდაცვის ძალები აშკარად იწურება. გარდა ამისა, აეროპორტებში განთავსებულია კარვის სპეცპუნქტები, დაძაბული ვითარებასაბაჟოებსა და საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე რუსეთთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან, ამასთან, ლუგარის ლაბორატორიის შესაძლებლობებიშეუზღუდავი როდია - რამდენიმე ათეული ტესტ-ანალიზი ნახევარ დღეში.

ამ სიტუავიაში ისმის კითხვა - ვინ და როგორ შეამოწმებს 14 ათას ამერიკელ ჯარისკაცსა და ნატო-სხვა წევრი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს? ასევე - ყველას, ვისთანაც კონტაქტი ექნებააქ ყოფნის დროს? წვრთნები ხომ ივნისამდე გაგრძელდება... განა მჯობესი არ არის, საქართველომ უარი თქვას Defender Europe 2020 წვრთნების ჩატარებაზე საკუთარ ტერიტორიაზე, როგორც ეს გასულ კვირას სამხრეთ კორეამ და აშშ-მა მოიმოქმედეს და უარი განაცხადეს ერთობლივ სამეთაურო-საშტაბო წვრთნებზე კორონავირუსული ინფექცია COVID-19-თან დაკავშირებული სიტუაციის გამო?

საქართველოში საჰაერო დესანტის ჩამოსხმა რუსეთის ფედერაციის სამხრეთ საზღვრებზე იერიშის სარეპეტიციოდ, ბოლო 25 წლის განმავლობაში ნატო-ს ყველაზე დიდი ევროპული წვრთნების - Defender Europe 2020 (ევროპის დამცველი 2020) მნიშვნელოვანი ეპიზოდია, რომლის დროსაც ამერიკელი ჯარისკაცების უპრეცედენტო რაოდენობა განლაგდება ევროპაში. სადესანტო ბირთვს შეადგენს აშშ-ის სტრატეგიული საჰაერო სადესანტო 82-ე დივიზია 14 ათასი მედესანტის რიცხოვნობით, სრული შეიარაღებით, მსუბუქი ტანკებითა და არტილერიით, რომლებიც ასევე დაეშვებიან წმინდა ქართულ მიწაზე პარაშუტებით და აგრესორი ქვეყნის (რუსეთი) პლაცდარმსა და აეროდრომებს და შეინარჩუნებს მათ ძირითადი საექსპედიციო ძალების (აშშ და ნატო) მისვლსა და განლაგებამდე აღმოსავლეთ ევროპაში სავარაუდო კონფლიქტის (ომი რუსეთის ფედერაციასთან) მიმდინარეობისას”. ასეთივე ტესტ-დესანტი განხორციელდება რუსეთთან საზღვარზე ამერიკული ძალების სწრაფად გადასასროლად პოლონეთისა და ლიტვის ტერიტორიებზეც, როგორც კალინინგრადის ოლქში შეჭრის რეპეტიცია.

სულ, Defender Europe 2020 წვრთნებში მონაწილეობს 54,000 სამხედრო მოსამსახურე 18 ქვეყნიდან, საქართველოს ჩათვლით, რომელთაგან 37,000 აშშ-არმიის სამხედრო მოსამსახურეა, უფრო ზუსტად კი: 20,000 - უშუალოდ აშშ-ის კონტინენტური ნაწილიდან, ევროპაში ბაზირებული აშშ-ის 9000 ჯარისკაცი და ოფიცერი, ეროვნული გვარდიის 7 ათასი ჯარისკაცი ამერიკის 12 შტატიდან და 750 რეზერვისტი, ანუ 36 ათასი 750 ამერიკელი ჯარისკაცი.

     წვრთნების გარდა, საქართველოს ხელისუფლებისთვის სასარგებლო იქნებოდა უარი ეთქვა ზოგიერთ, საქართველოსთვის მავნე ზედმეტობაზე, რასაც არავინ დააფასებს. მაგალითად, ერდოღანთან კავშირებზე, რომელიც დღეს აშკარად იძირება და შეუძლია ნებისმიერი პარტნიორი თაგაიყოლოს. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ალიევიც კი თავს არიდებს იდლიბში თურქეთის პრეზიდენტის ქმედებების საჯაროდ შეფასებას, მაშ რატომ უჭერს მხარს მასაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო?!

ერდოღანი ევროპისთვის განკვეთილია, რადგან შეთანხმების დარღვევით, ათასობით სირიელი ლტოლვილი მიუსია, რომლებიც არ ბრუნდებიან სამშობლოში, რადგან იქ ერდოღანი ომობს; ევროკავშირი არ მიიღებს თურქეთს ევროკავშირში მანამ, სანამ მისი პრეზიდენტი დიქტატორი ერდოღანია, რომელიც არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებს, მათ შორის ზღუდავს მედიის თავისუფლებას; ერდოღანი არ უყვართ მის სამშობლოში, რადგან ციხეში ჩასვა ნახევარი ქვეყანა, მათ შორის სამხედრო ელიტა და ინტელიგენცია; ერდოღანმა მთელი ისტორიის განმავლობაში პრაქტიკულად მე -20 ომი დაიწყო რუსეთთან, რომელმაც სიცოცხლე შეუნარჩუნა და რომლის წყალობითაც პრეზიდენტად დარჩა; ერდოღანს მხარს არ დაუჭერს აშშ, რადგან მან შეიძინა რუსული C 400; ერდოღანს არ ცნობენ ირანი და სირია, რადგან ის და მისი ოჯახი ნავთობის კონტრაბანდითა და სირიიდან ფასდაუდებელი სიძველეების გაყიდვით გამდიდრდა. გარდა ამისა, ერდოღანი ოცნებობს აჭარაზე, როგორც თურქეთის ნაწილზე, და წინდაწინ ნიშნავს ბათუმ-კალეს თურქეთის რუქებზე.

ვინძლო გიორგიევსკის ტრაქტატის ისტორია კვლავაც განმეორდეს, რას იტყვით საქარველოს მბრძამებლებო?!

   შემდგომ. რა მოსაზრებებით დაუჭირა მხარი საქართველომ აშშ-ის შეთანხმებას თალიბებთან, რომელიც რუსეთში აკრძალულია როგორც ექსტრემისტულ ტერორისტული ორგანიზაცია? რა არის სასიხარულო იმაში, რომ მსოფლიოში პირველი ბირთვული სუპერსახელმწიფო 19 წლის განმავლობაში იბრძოდა პირველყოფილი თემური ავღანეთის წინააღმდეგ, დაკარგა ათობით ათასი სამხედრო მოსამსახურე, მილიარდობით დოლარი და მაინც წააგო ეს ომი?! და, ამიტომ, დღეს პრაქტიკულად ხელი მოაწერა თალიბებთან კაპიტულაციის აქტს, რათა მათ ამერიკელ ჯარისკაცებს საშუალება მისცენ, ავღანეთიდან გაასწრონ?!

   კიდევ ”შორსმჭვრეტელმა” ქართველმა ლიდერებმა უარი უნდა თქვან მუდმივი აქცენტის გაკეთებაზე ”საქართველოს კრიტიკულად მნიშვნელოვან როლზე შავი ზღვის გეოპოლიტიკური უსაფრთხოებაში” და ამის საფუძველზე საქართველონატოში გაწევრების მოთხოვნაზე, ვინაიდან ნატო საქართველოს გარეშე, თურმე ვერ შეძლებრუსეთის შეკავებას შავი ზღვაზე!

   დასასრულ - კარგი იქნება, თუ საქართველო დემონსტრაციულად უარს იტყვის ამერიკული FGM-148 Javelin- ის მეორე პარტიაზე, რომელიც 2020 წლის 25 ივნისამდე უნდა მიიღოს. განა ქართულ არმიას გამოადგა 2018 წლის იანვარში მიწოდებული პირველი პარტია? მაშ, ვისთვის არის განკუთვნილი მეორე?! ალბათ მათთვისვე, ვინც საქართველოს იარაღის საწყობად აქცევს...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2020 წლის 4 მარტი
საქართველო, თბილისი