პოლიტიკა
ასლან ბჟანია კომიდან გამოვიდა

 საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. აფხაზური მედიის ცნობით, ასლან ბჟანია კომიდან გამოვიდა. მასთან დაახლოებული პირი რენატ ქარჩავა ამბობს, რომ ბჟანიას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის ადეკვატურად რეაგირებს, კითხვებს თავის ქნევით პასუხობს.

იყო სპეკულაციები, რომ მას ინსულტი აქვს, მაგრამ მისი დღევანდელი მდგომარეობა აქარწყლებს ყველა ვარაუდს და ჭორს“, - განაცხადა ქარჩავამ.

მან პოლიტიკოსის შესაძლო მოწამვლაზე, მედიასთან განცხადება 2 მარტს გააკეთა, როცა ასლან ბჟანია სოჭის საავადმყოფოში მოათავსეს.

ასლან ბჟანიას ავამდყოფობის გამო დე ფაქტო პარლამენტი შეიკრიბება და სპეციალური კომიიის შექმნას გეგმავს. მას შემდეგ რაც ასლან ბჟანია საავადმყოფოში მოათავსეს, პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებმა სოლიდარობის ნიშნად საარჩევნო კამპანია შეწყვიტეს.

პრეზიდენტობის დე ფაქტო არჩევნები აფხაზეთში 22 მარტსაა დანიშნული.