სამართალი
ორი ურთიერთდაკავშირებული კომპონენტის გარეშე საარჩევნო სისტემაზე პოლიტიკური შეთანხმება ვერ შედგება - გიგა ბოკერია

 საქართველო, 3 მარტი, საქინფორმი. საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პოლიტიკური შეთანხმება მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ ორ ურთიერთდაკავშირებულ კომპონენტზე იქნა მიღწეული შეთანხმება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული კომპონენტებია – „პოლიტიკური დევნა, პოლიტიკური პატიმრების გამოშვება და არსებითად პროპორციული სისტემა, რაც არის 130/20-ზე“.

წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკური შეთანხმება ვერ შედგება. პროპორციული სისტემაც რომ შემოიტანოს ხვალ ბიძინა ივანიშვილმა, რაც არარეალისტურია, ჩვენ არც დასავლელ პარტნიორებთან და არც სხვასთან არ ჩავიგდებთ თავს სასაცილო მდოგმარეობაში, თქვან, რომ რადგან გვიჭერენ ხმას, არ ვაძლევთ. ხმას მივცემთ იმას, რაც ქვეყნისთვის კარგია, 110/40-ხმას არ მივცემთ“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.