პოლიტიკა
ГРУ–ს კიბერშეტევა თბილისში ლავროვის ჩამოსვლის ჩასაშლელად მოიგონეს, რომელიც რუსეთ-საქართველოს დიალოგის პრელუდიად იქცეოდა - არნო ხიდირბეგიშვილი

   ГРУ-ს კიბერშეტევა საქართველოზე” - ახალი ფეიკი სერიიდან ”ГРУ-მ მოიწამლა სკრიპალები” და “ГРУ-მ გატეხა აშშ-დემოკრატიული პარტიის სერვერები”

საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. კორონავირუსთან დაკავშირებული პანიკის გამო, რომლის პროვოცირებასაც გასაოცარი ნიშნისმოგებით ახდენენ სააკაშვილის ”ნაციონალურ მოძრაობასა” და ბოკერიას „ევროპულ საქართველოზე” მომუშავე ტელეარხები მთვარი არხიდა პირველი”, ატომღაც დავიწყებას მიეცა გასული კვირის წინანდელი ხმამაღალი სკანდალი: საქართველომ დაადანაშაულა რუსეთი კიბერშეტევაში, ხოლო რუსეთმა ამაზე კომენტარის გაკეთებაარ ისურვა, განაცხადა - დაე ცილისწამება ცილისწამებლების სინდისზე დარჩესო ...

ჩვენ განსაკუთრებით გვაინტერესებს თქვენი ექსპერტულმოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით, და არა არტო იმიტომ, რომ ანალიტიკოსი ხართ: ჯერ ერთი, თქვენ გარკვეული ხართ კომპიუტერული ინტერნეტ-ტექნოლოგიების სფეროში, და მეორეც, თქვენი სააგენტოს საიტზე არაერთხელ განხორციელდა ჰაკერული შეტევები სააკაშვილის რეჟიმის წლებშიც და გასული წლის 28 ოქტომბრის კიბერშეტევის დროს”, - ვკითხეთ ჩვენ საქინფორმის მთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილს.

ა.ხ.: არაფრის მტკციებას არ დაგიწყებთ - მხოლოდ ფაქტებს ჩამოვთვლი და თავად დარწმუნდებით, რომ ”ГРУ- ს კიბერშეტევა საქართველოზე” არის ანგლოსექსების ახალი და, თანაც, ძალიან იაფფასიანი ფეიკი სერიიდან ” ГРУ -მ მოწამლა სკრიპალები” და ” ГРУ -მ გატეხა აშშ-ის დემოკრატიული პარტიის სერვერები”. მოდი, დავიწყოთ:

ფაქტი №1. გაიხსენეთ - ვინ, რომელმა ქართულმა უწყებამ დაადანაშაულა რუსეთი? სუს-მა, შსს-მ თუ თავდაცვის სამინისტრომ, რომლებიც, პროფილით დაკავებული არიან ინტერნეტ-უსაფრთხოებით - კიბერ-თავდასხმებით, როგორც ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მეთოდით? არა, საგარეო პოლიტიკურმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში საჭირო იქნებოდა ტექნიკური მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც არ არსებობს. ისე კი ამან მორიგ პოლიტიკურ დეკლარაციად გაიჟღერა „ქვეყანა - ოკუპანტის“ წინააღმდეგ, რისთვისაც დიდად პასუხიც არ მოგეთხოვება. სწორედ ამიტომ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, ასევე, პრემიერ-მინისტრი მაქსიმალურად თავშეკავებული იყვნენ თავიანთი იძულებით კომენტარებში აბეზარა ჟურნალისტებისთვის, რის გამოც მკვეთრ კრიტიკას დაექვემდებარნენ და „პრორუსულობაშიც“ კი დადანაშაულდნენ თქვენ მიერ ნახსენები ოპოზიციური ტელეარხების მხრიდან. ძალოვნები შორსმჭვრეტელი ხალხია, ამიტომ მათ უდავოდ გაითვალისწინეს, რომ მომავალში ყველა დაუსაბუთებელ სიტყვა წინ დახვდებათ.

ფაქტი №2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროь თავის განცხადებაში რომელი რუსული უწყება დაადანაშაულა? სწორია - რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველო, რაც ძალიან კომფორტული და უსაფრთხოა - ГРУ სტრასბურგში არ უჩივლებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცილისწამებისთვის, და მეტადრე თავის მართლებას არ მოჰყვება.

ფაქტი №3. ვინ, რომელი "დასავლელი მეგობრები" დაეხმარნენ საქართველოს რუსეთის ГРУ-ს "დანაშაულის" გახსნაში? პროფილური - CIA, პენტაგონი, ან MI-6? არა, რადგან პროფესიონალები ა - პატივს სცემენ საკუთარ თავს; ბ - საჭიროების შემთხვევაში, მაგალითად, საერთაშორისო ტერორისტებთან ბრძოლისას, თანამშრომლობენ ერთმანეთთან; გ - ვალდებული არიან წარმოადგინონ მტკიცებულებები, რომელთა აღმოჩენა ამ შემთხვევაში ვერ მოხერხდა (წინააღმდეგ შემთხვევაში, სიამოვნებით გაასაჯაროებდნენ, როგორც რუსეთის განზრახვის დადასტურებას, განაგრძოს საქართველოს ოკუპაცია!).

მაშ - ვისი იყო ეს ქეისი, როგორც ასეთ შემთხვევებში მოდურია გამოთქმა? ვინ იკისრა პასუხისმგებლობა რუსეთის ГРУ- ს დადანაშაულებისთვის? გაერთიანებული სამეფოს კიბერუსაფრთხოების ეროვნულმა ცენტრმა (NCSC) და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა, რომლებმაც განაცხადეს, რომ „დიდი ალბათობით“ ეს ГРУ-მ მოიმოქმედა(?!). უკაცრავად, მაგრამ რას ნიშნავს "დიდი ალბათობით"?! ფაქტი ან არსებობს, ან - არა, როგორ შეიძლება სახელმწიფომ სხვა სახელმწიფოს წაუყენოს ბრალდება მხოლოდ ეჭვის საფუძველზე?!

დიდ ეჭვებს იწვევს ის ფაქტი, რომ უპასუხისმგებლო პიარ-ბრალდებები დიდი ბრიტანეთისგან - რეპუტაციაშელახული ქვეყნისგან მომდინარეობს, სადაც მრავალი წელია სკანდალები ხდება სამეფო სახლშიც კი, და სადაც ვერაფრით გადაუწყვეტიათ - ტოვებენ თუ არა ევროკავშირს...

ფაქტი №4. მაგრამ რისთვის, რა მიზნით მოიგონეს მორიგი ფეიკი გაუხსნელი დანაშაულების (რომლებშიც მუდამ ГРУ-ს ადანაშაულებენ!) და ლიტვინენკოს, პატარკაციშვილის, სკრიპალის იდუმალი მოწამვლების სამშობლოში? კიბერშეტევები იხსნება ან დაუყოვნებლივ, ანდა არასოდეს - როგორ გახსნეს 2019 წლის 28 ოქტომბრის კიბერშეტევა დღეს, 4 თვის შემდეგ?

პასუხი ძალზე მარტივია - სწორედ დღეს იყო საჭირო სკანდალური საბაბი ლავროვის ხელმძღვანელობით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ჩამოსვლის დასაბლოკად, თბილისში, ევროსაბჭოს მინისტერიალზე. სწორედ ამიტომ აიტაცა მაშინვე ეს ყალბი ფეიკი აშშ-მა, რომელიც სინამდვილეში მისი დამკვეთია! სკანდალური აშშ, სადაც არჩევნებიდან არჩევნებამდე ტრამპს ადანაშაულებდნენ, რომ პრეზიდენტად გახდომაში მას რუსი ჰაკერები - ГРУ- ს თანამშრომლები დაეხმარნენ, რის გამოც მას კინაღამ იმპიჩმენტი მოუწყვეს! დღეს კი, მას შემდეგ, რაც საკუთარი პრეზიდენტის დანაშაულის მტკიცებულება, რომ ის კრემლის ჯაშუშია, 5 წლის განმავლობაში ვერ აღმოაჩინეს, უკვე მაღალჩინოსანი ცილისმწამებლების პასუხისმგებლობის საკითხი დგას.

და კონკრეტულად ვინ დაადანაშაულა აშშ-ში რუსეთი საქართველოზე კიბერშეტევაში? რასაკვირველია, არა ტრამპმა, არამედ პირადად სახელმწიფო მდივანმა პომპეომ პომპეზურ განცხადებაში - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ამერიკელმა კოლეგამ, რომელმაც რუსეთი ზუსტად ასეთივე უსაფუძვლო განცხადებით დაადანაშაულა!

ფაქტი №5. რატომ დადუმდნენ მყისიერად კიბერშეტევის შესახებ? იმიტომ, რომ ევროსაბჭოს მინისტერიალი თბილისიდან სტრასბურგში გადაიტანეს და "ბანკეტის გაგრძელების" საჭიროება გაქრა! მაგრამ რატომ ეშინოდა აშშ-ს ლავროვის თბილისში ჩამოსვლისა? იმიტომ, რომ ეს იქნებოდა რუსეთის მთავარი დიპლომატის პირველი ვიზიტი საქართველოში არა მხოლოდ 08.08.08 ომის შემდეგ, არამედ სააკაშვილის მმართველობის, ანუ 2003 წლის შემდეგაც, ან კიდევ უფრო ადრეც. ლავროვის, მისთვის „არცთუ უცხო“, თბილისში ჩამოსვლა, უთუოდ რუსეთ-საქართველოს დიალოგის პრელუდიად იქცეოდა, ჩვენს ქვეყნებს შორის შერიგებისა და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივით, ხოლო უახლოეს მომავალში გამოიწვევდა პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას და საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის ვიზების გაუქმებას. აშშ-თვის ეს პროექტ „ჯორჯიას“ დახურვისა და მასზე დახარჯული მილიარდობით დოლარის ჩამოწერის ტოლფასი იქნებოდა! მორჩა,"კავკასიური წრე" იკვრებოდა აშშ-ის გარეშე, რომელიც, სომხეთისა და აზერბაიჯანის ათვისების მრავალი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, რეგიონში დაკარგავდა ბოლო საყრდენ პუნქტს საქართველოს სახით და სამუდამოდ გამოემშვიდობებოდა აქ ნატო-აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნის იმედს ანტირუსული მიზნებით, რომელთა შესახებაც დეტალურად დაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა The Washington Times– ში.

-მაგრამ თუ არა ГРУ-ს, მაშ, თქვენი აზრით, ვის შეიძლებოდა განეხორციელებინა ეს კიბერშეტევა?

..: მას, ვინც ამით ყველაზე მეტი მოიგო, ანუ სააკაშვილს. შეგახსენებთ, რომ 15 ათასი ქართული ვებსაიტიდან ინფორმაცია წაიშალა და ამის ნაცვლად გამოქვეყნდა მოცინარი სააკაშვილის ფოტო, ინგლისური წარწერით "I’ll BE BACK" ("მე დავბრუნდები"). ამით სააკაშვილმა აჩვენა, რომ მიუხედავად სამშობლოდან უცხო ქვეყანაში 9 წლიანი გადახვეწისა, იგი არ დანებდა და ისევე იოლად დაბრუნდება საქართველოში და დაამხობს მოქმედ ხელისუფლებას, როგორ ადვილადაც გატეხა მისი ოფიციალური საიტები! და ბევრმა ეს დაიჯერა, დანარჩენი კი შეფიქრიანდნენ ... სწორედ ამიტომ, სააკაშვილს არც ერთხელ, ჩემი ბრალდებების მიუხედავად, არ უარუყვია, რომ კიბერშეტევა მისი ნამოქმედარია, რადგან თავად ფაქტი მოწმობდა მის სიძლიერეს!

ტექნიკურად ეს არ წარმოადგენს დიდ სირთულეს, ყველამ, ვინც გათვითცნობიერებულია, იცის, რა არის ვირტუალური ქსელები და პროქსი-სერვერები, ასე რომ, საქართველოზე თავდასხმა შეიძლება ორგანიზებული ყოფილიყო თბილისიდანაც, სადაც სააკაშვილს უძლიერესი ჰაკერები - შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები ჰყავს, და კიევიდანაც, სადაც თავად სააკაშვილი იმყოფება და, აგრეთვე, ვაშინგტონიდან, სად მისი ბიძაა.

სხვათა შორის, თუ კიბერშეტევამ განზრახ დატოვა რუსული კვალი, რომელიც სადღაც მოსკოვში იკარგებოდა, მაშინ ის ორგანიზებულ იქნა სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანიას მიერ, რომელიც სსრკ-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა და სსრკ-ის КГБ-ს პირველი მთავარი სამმართველოს აგენტი იყო. ალასანიას, რომელმაც შეინარჩუნა ყოფილ თანამშრომლებთან ძველი კავშირები, თავისუფლად შეეძლო შეეთავაზებინა მათთვის კარგად ანაზღაურებადი კიბერ-გართობა თავისი დისშვილის სასარგებლოდ, თანაც - ისე, რომ რუსული კვალი გამოკვეთილიყო!