საზოგადოება
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველოს პრეზიდენტი ავად არის

საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. ”რას შეიძლება ნიშნავდეს ფოტოსურათი, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა Instagram- ზე გამოაქვეყნა და მიაწერა: #სიფრთხილედაარაშიში?

მხოლოდ ერთი რამეს - სახელმწიფო სახსრებით უცხოეთის ქვეყნებში მუდმივად უაზროდ მოხეტიალე საქართველოს პრეზიდენტი დაავადებულია კორონავირუსით! ანალიზის შედეგის შეტყობისთანავე, იმის ნაცვლად, რომ მონღოლეთის პრეზიდენტის მსგავსად, კეთილსინდისიერად დაწოლილიყო საავადმყოფოში, სალომე სასახლიდან გაიქცა, მაგრამ მაშინვე გამოცხადდა ძებნაში. პატრულის სამხრე კამერის მიერ გადაღებულ ფოტოზე აღბეჭდილია ის მომენტში, როდესაც მან ხელები მაღლა ასწია იმის ნიშნად, რომ ნებაყოფლობით ბარდება ავტობუსში ასულ პოლიციელებს!

თუმცა, არსებობს სხვა ვერსია: ზურაბიშვილი, რომელიც მუდმივად ბალანსირებს პოლიტიკურ ბაგირზე, აკეთებს რა რიგრიგობით პრორუსულსა და ანტირუსულ განცხადებებს, ხელების მაღლა აწევით დემონსტრირებს, რომ წონასწორობის შენარჩუნება ავტობუსშიშეუძლია ისე, რომ ხელებით არაფერს შეეხოს, ათა ხელები ინფექციისგან დაიცვას.

საქართველოს პრეზიდენტი დაინფიცირებული რომ არ ყოფილიყო, არ იქნებოდა სამედიცინო ნიღბით, რომელიც რეკომენდებულია ვირუსის მატარებელმა ავადმყოფებმა გაიკეთონ, რათა არ დააინფიცირონ სხვები, ვინაიდან კორონასირუსი გადადის წვეთოვანი გზით. ავტობუსის ყველა სხვა მგზავრი ნიღბის გარეშეა, რადგან ჯანმრთელები არიან და კიდევ იმიტომ, რომ საქართველოს პრეზიდენტისგან განსხვავებით, არ შეუძლიათ შეიძინონ სამედიცინო ნიღბები, რომლებიც აფთიაქებში არ არის და რომლის ფასიც სპეკულანტებთან 10 ცენტრიდან 1 დოლარამდე გაიზარდა! არადა ისინი ყოველ ორ საათში უნდა შეიცვალოს, იცის კი სალომემ ამის შესახებ? იცის თუ არა ზურაბიშვილმა, რომ სანამ ის კორონავირუსით ერთობა, საქართველო მის გამო დავით-გარეჯს კარგავს?! ასე რომ, ავტობუსებში კამპანიების ნაცვლად, დაე ინებოს #სიფრთხილითდაარაშიში ჩაერთოს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე გამართულ კამპანიაში და გამოასწოროს ის ზიანი, რაც ერთხელ უკვე მიაყენა თავისი უავგუსტოესი ლაშქრობით!“, - წერს საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი Facebook- ზე.

 

 

საქინფორმი