სამართალი
საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. ამის შესახებ კონგრესმენი „ტვიტერში“ წერს.
„შესანიშნავი შეხვედრა მქონდა ელჩ დეგნანთან. მას სრულად ვენდობი საქართველოსთვის ამ რთულ დროში მანევრირებისას, როდესაც მრავალი პარტია მუშაობს დემოკრატიის მისაღწევად“, – აღნიშნულია კონგრესმენის გვერდზე „ტვიტერში“.