საზოგადოება
საქინფორმი მხარს უჭერს საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ საგანგებო განცხადებას

 საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. საქინფორმი მხარს უჭერს საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართველი მარშის“ საგანგებო განცხადებას და აცხადებს შემდეგს:

”თქვენს წინაშეა ვიდეოკადრები ჩინეთიდან, თუ რა რეჟიმია დაწესებული იქ ადმინისტრაციულ საზღვრებზეც კი და როგორ ექცევიან მოქალაქეებს, რომლებიც არ ემორჩილებიან მოთხოვნებს. ამ დროს საქართველოში მხოლოდ შეზღუდულია ავიარეისები ჩინეთთან და ირანთან, რომელთა მოქალაქეებიც თავისუფლად შემოდიან საქართველოში თურქეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. ამასთან, ქართველ მესაზღვრეებსა და მებაჟეებს არ აქვთ სპეცტანსაცმელი და არ ახდენენ დეზინფექციას საკონტროლო-გამშვებ პუნქტებში, როგორც ზემოთ მოცემულ ვიდეოში. არადა, მათ ხომ კონტაქტი აქვთ რიცხვ მოქალაქეებსადა საკუთარი ოჯახის წევრებთან!

საქინფორმი რეკომენდაციას იძლევა, თუნდაც დროებით დაიხუროს საქართველოს საზღვრები, ხოლო იშვიათ შემთხვევებში, გამონაკლისის სახით, მიღებული იქნეს იგივე ზომები, როგორც ჩინეთში. გარდა ამისა, საჭიროა სასწრაფოდ შეიცვალოს ჯანდაცვის მინისტრი ქალბატონი ტიკარაძე, რომელიც მინიმალურადაც კი ვერ შესაბამება დაკავებულ თანამდებობას და კორონავირუსის საშიშროების წარმოქმნამდეც კი მოახერხა საქართველოს ჯანდაცვისთვის დიდი ზიანის მიყენება.

ამავდროულად, საქინფორმი რეკომენდაციას იძლევა, აღიკვეთოს ისეთი ქმედებები, რომლებიც მოსახლეობაში პანიკას თესავს იმ მიზნით, რომ საქართველოში შექმნას ხელოვნური დეფიციტი და, შესაბამისად, სპეკულაცია ერთჯერადი ნიღბებით, მედიკამენტებითა და კვების პროდუქტებით. გარდა ამისა, არსებული სიტუაციიდან პოლიტიკურ დივიდენდებს გამოიმუშავებს ოპოზიცია, რომელიც უსაფრდება ხელისუფლებას, რათა შეცდომაზე წაასწროს“.

საქინფორმის რედაქცია