პოლიტიკა
ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან იყო კონსტრუქციული შეხვედრა - ელიზაბეთ რუდი

 საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდი აცხადებს, რომ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონსტრუქციული შეხვედრა გაიმართა.

როგორც ელიზაბეთ რუდმა აღნიშნა, შეხვედრაზე განიხილეს პოლიტიკური საკითხები.

ახლახანს მონაწილეობა მივიღე დიპლომატებისა და პოლიტიკოსების არაფორმალურ შეხვედრაში. ჩვენ განვიხილეთ პოლიტიკური საკითხები, მაგრამ არ ვაპირებ დეტალებზე საუბარს. ვიტყვი, რომ ეს იყო კონსტრუქციული შეხვედრა და ყველას დაუტოვა საფიქრალი, რომელიც აისახება უახლოეს მომავალზე“, – განაცხადა რუდმა.