უცხოეთი
რამზან კადიროვის კრიტიკით ცნობილ ბლოგერს, პოლონეთში თავს დაესხნენ

 საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის, რამზან კადიროვის კრიტიკით ცნობილ ბლოგერს, ტუმსო აბდურახმანოვს, პოლონეთში თავს დაესხნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა აბდურახმანოვის ბინაში შეაღწია და ბლოგერის ჩაქუჩით მოკვლას ცდილობდა. ჩხუბის დროს, ჩეჩენმა ბლოგერმა თავდამსხმელის განეიტრალება შეძლო და პოლიცია გამოიძახა. ტუმსო აბდურახმანოვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბლოგერის პოპულარობა მკვეთრად გაიზარდა ჩეჩნეთის ლიდერებთან ღია უთანხმოების შემდეგ. ერთ-ერთი ასეთი დავის შედეგად, ჩეჩნეთის ლიდერის ერთ-ერთმა ახლო მოკავშირემ, რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერმა, მაგომედ დაუდოვმა აბდურახმანოვზე სისხლიანი შურისძიება გამოაცხადა. ჩეჩნეთის სახელმწიფო კომპანია, „ელექტროკავშრის“ ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, ტუმსო აბდურახმანოვი, რამზან კადიროვის ნათესავებთან კონფლიქტის შემდეგ იძულებული გახდა, ჩეჩნეთიდან გაქცეულიყო.

1tv.ge