პოლიტიკა
ლავროვი - ქართველ ტელეჟურნალისტებს: "ავად ხართ, გოგოებო!"

 საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. ჟენევაში, რუსეთის დელეგაციას, სერგეი ლავროვის მეთაურობით, რომელიც განიარაღების შესახებ კონფერენციასა და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე დასასწრებად ჩავიდა, თავს დაესხნენ ტელეკომპანია "იმედისა" და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გაუნათლებელი ქართველი "ტელეჟურნალისტები".

ისინი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ეკითხებოდნენ, ჩამოვა თუ არა თბილისში ამა წლის მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად. ამავე დროს, როგორც ეს მიღებულია მათ ქართველ კოლეგებთან, ისინი ყვიროდნენ, წინ მიძვრებოდნენ და ერთმანეთს უბიძგებდნენ, ცდილობდნენ რა მასთან მიახლოებას.

თქვენ, რაღაც... ავად ხარ, გოგოებო! ყველა ... ავადმყოფებ ხართ”, - უპასუხა მათ ლავროვმა (ვიდეო იხილეთ აქ).