საზოგადოება
ევროსაბჭოს მინისტერიალის ჩატარების ადგილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი

 საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროსაბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე საქართველოში ევროპის საბჭოს მინისტერიალის ჩატარების საკითხზეც ისაუბრა.

ზალკალიანის თქმით, მხარეებმა განიხილეს მინისტერიალის ჩატარების ყველა შესაძლო ვარიანტი და იმსჯელეს, თუ როგორ უნდა ჩატარდეს მინისტერიალი ისე, რომ თავიდან იყოს აცილებული სცენარების არასასურველი განვითარება.

რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ მინისტერიალზე. განვიხილეთ მინისტერიალის ჩატარების ყველა შესაძლო ვარიანტი და ვიმსჯელეთ, თუ როგორ უნდა მოხდეს მინისტერიალის ჩატარება ისე, რომ ავიცილოთ სცენარების არასასურველი განვითარება. ამიტომ ვრჩებით ძალიან ახლო კოორდინაციაში“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ხვალ გაიმართება სტრასბურგში მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომა და ხვალ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული მინისტერიალის ჩატარების ადგილთან დაკავშირებით. ამიტომ მე დღეს კომენტარს ამასთან დაკავშირებით არ გავაკეთებ, რადგან ჩვენ უნდა დაველოდოთ ხვალინდელ გადაწყვეტილებას. ვიცი, რომ ქართული საზოგადოების ძალიან დიდი მოლოდინი არის, ხვალინდელი გადაწყვეტილების შემდეგ მექნება შესაძლებლობა, განვუმარტო ყველაფერი იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რა გადაწყვეტილებაც იქნება სტრასბურგში მიღებული“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.