სამართალი
პოლიციამ არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლსასროლი იარაღი იპოვა

 საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. პოლიციამ არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლსასროლი იარაღი იპოვა

პარლამენტის თავმჯდომარის კორპუსთან პოლიცია გუშინ დილიდან იყო მობილიზებული.

შსს აცხადებს:

"თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის პირველ და მეორე სართულებს შორის ნაპოვნია სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა დღეს აღმოაჩინა და პოლიციას შეატყობინა, რასაც სამართალდამცველების მხრიდან მყისიერი რეაგირება მოჰყვა.

შსს-ის თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ვაკე-საბურთალოს დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით დაიწყეს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა“,- აცხადებენ შსს-ში.

უწყებისვე განმარტებით, ამ ფაქტს პარლამენტის თავმჯდომარის სახლთან არანაირი კავშირი არ აქვს.