პოლიტიკა
ლავროვი თბილისში დაგეგმილ მინისტერიალს არ დაესწრება - კარასინი

 საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. ტელეკომპანია “იმედის” ცნობით, რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა გრიგორი კარასინმა ტელეკომპანიას განუცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი თბილისში, მაისში დაგეგმილ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომას, სავარაუდოდ, არ დაესწრება.

კარასინის კომენტარს “იმედი” 20 თებერვალს ავრცელებს:

რუსეთს არ აქვს მიზეზი მინისტერიალში მონაწილეობაში ეჭვის შესატანად. აი, მონაწილეთა დონე – ეს სხვა საკითხია. შეიძლება იყოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ან რუსეთის ელჩი ევროპის საბჭოში. ეს ფართო მსჯელობის საგანი გახდა, თუ ვინ ჩამოვა მინისტერიალზე. ახსენებენ მინისტრს და სხვა პირებს. დაველოდოთ და ვნახავთ, თუ რა იქნება. მე სერგეი ლავროვის ნაცვლად ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას, მაგრამ ვფიქრობ, რომ რუსეთის წარმომადგენელთა დონე მინისტერიალზე სხვა იქნება. ამის მიზეზია პირველ რიგში ის, რომ ასეთი აღელვებულია თქვენი საზოგადოება და არის რაღაც, რაც დასაფიქრებელია. თქვენი ოპოზიციაც ღელავს და, სხვათა შორის, ხელს უშლის სხვა პრაქტიკული საკითხების გადაჭრასაც, მაგრამ ამაზე ახლა აღარ გვინდა. ეს უკვე ფილოსოფიაა. მე სენატორი ვარ და ნებისმიერი რამ შემიძლია ვიფიქრო. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მინისტერიალში მონაწილეობას მივიღებთ და მონაწილეთა დონე განისაზღვრება მოგვიანებით“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.