საზოგადოება
ბელარუსიდან საქართველოში 45 საიუბილეო მედალი ჩამოიტანეს - საქინფორმი

 საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. დიადი გამარჯვების დროშა, რომელიც რაიხსტაგზე რუსმა მიხაილ ეგოროვმა და ქართველმა მელიტონ ქანთარია აღმართეს, მთელი საბჭოთა ხალხის ბედის ნაკუწებისგან არის შეკერილი. კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი ომის მონაწილეები სსრკ-ის ყველა ხალხის წარმომადგენლები იყვნენ.

მოძმე ბელარუსმა აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადა - დიდი სამამულო ომის ფრონტებზე 1 მილიონ 300 ათასი ბელარუსიელი და რესპუბლიკის მკვიდრი იბრძოდა, ხოლო ქართველ მებრძოლებს შორის - საბჭოთა კავშირის 137 გმირია. უმაღლესი მთავარსარდლის იოსებ ბესარიონის ძე სტალინის ბრძანებებში აღნიშნულია მრავალი ქართველი სამხედრო მეთაური, რომლებმაც ბელარუსის ქალაქები და სოფლები გაათავისუფლეს.

ბელრუსში ახსოვთ და პატივმიაგებენ ყველა იმ ქართველთა ხსოვნას, რომლებიც ოდესღაც ერთიანი სამშობლოსათვის იბრძოდნენ. გერმანელ-ფაშისტი დამპყრობლებისგან ბელრუსის გათავისუფლების 75 წლისთავის აღსანიშნავად, ბელრუსის რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ მეორე მსოფლიო ომის ცოცხლად დარჩენილი ვეტერანები დააჯილდოვა, რომლებიც ბელრუსის I და II ფრონტების რიგებში იბრძოდნენ. გასულ კვირას მინსკიდან თბილისში 45 საიუბილეო მედალი ჩამოიტანეს. საქართველოს ფართო საზოგადოების დავალებით, საქინფორმი ღრმამადლიერება ყველა კეთილი ნების ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ჩვენი ვეტერანების დაჯილდოებაში.

ამავდროულად, დაჯილდოებულთა სიაში არიან ქართველი საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს დიდი გამარჯვების ხსოვნის უკვდავყოფაში, რათა მომავალმა თაობებმა არასოდეს გამოსცადონ ომის უბედურებები და საშინელებები. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სიის სათავეშია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესდა უნეტარესი ილია მეორე.

საქინფორმი განსაკუთრებულ მადლობას უხდის ქალაქ მინსკის სამხედრო კომისარს პოლკოვნიკ ი. პილიშჩიკს, ავღანეთის ომის ვეტერანთა მინსკის საქალაქო ორგანიზაცია „Память“- ის პრეს-ოფიცერ ვ. გრომიკოს, პოდპოლკოვნიკ ა. სუხოდოლცსა და წარმომადგენლობა „ბელავიას“ დირექტორ . მეზურნიშვილს.

უახლოეს ხანებში გაიმართება დაჯილდოების საზეიმო ცერემონია, რომელსაც საქინფორმი დეტალურად გაგაცნობთ.